რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი - დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ნარიშკინის თქმით, ეუთო/ოდირმა “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით” მოამზადა “შუალედური დასკვნა, რომელშიც არსებობს თეზისი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სამართლიანი და ღია არჩევნებისთვის პირობები არ არსებობს”. ნარიშკინის თქმით, ეს “რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება”.

“ამ აქციის მიზანია - სცადოს უხეშად, საკმაოდ თავხედურად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, სცადოს კვლავ არ დაუშვას მმართველობისადმი ჯანსაღი, ეროვნულად ორიენტირებული ძალები. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი აირჩევს. გააკეთებს სწორ და ზუსტ არჩევანს”, - განაცხადა ნარიშკინმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს