თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ღონისძიება - „სამშენებლო და დეველოპერული სექტორები - გამოწვევები და ტენდენციები“ ჩატარდა

BMG-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ორგანიზებითა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ღონისძიება - „სამშენებლო და დეველოპერული სექტორები - გამოწვევები და ტენდენციები“ ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, თიბისი კაპიტალის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა - ირინა კვახაძემ, საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ, კვლევა წარადგინა.

კვლევის თანახმად, 2024 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობა სტაბილურია. 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა წლიურად 2%-ით იკლო. ამ პერიოდში 25 102 ბინა გაიყიდა. მთაწმინდის გარდა, თბილისის ყველა უბანში ყველაზე დიდი მოთხოვნა 50-75 კვ.მ ფართობის ბინებზეა.

რაც შეეხება ბათუმს, 2024 წლის პირველ 8 თვეში აქ ტრანზაქციები წლიურად 14%-ით შემცირდა, რაც ძირითადად მაღალი საბაზისო ეფექტით და მოთხოვნის ნორმალიზებითაა გამოწვეული. აღნიშნულ პერიოდში, ბათუმში 9117 ბინა გაიყიდა. პირველ ზოლში - 35 კვ.მ-მდე ფართობის ბინების, ცენტრში და გარეუბნებში კი 50-75 კვ.მ ფართობის აპარტამენტების გაყიდვები ჭარბობს. ბათუმის პროექტებში ბინები ძირითადად საინვესტიციო მიზნითაა შეძენილი, რასაც უცხოელი მყიდველების მაღალი წილიც ადასტურებს.

2024 წლის პირველ 7 თვეში საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში წლიურად 4%-ითაა გაზრდილი და ფასმა 1201$ შეადგინა. ბათუმში კი ფასი 6%-ითაა წლიურად გაზრდილი და 1184$ შეადგინა. მომდევნო თვეებში თბილისისა და ბათუმის უძრავი ქონების ფასებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არაა მოსალოდნელი.

თბილისში უძრავი ქონება კვლავ რჩება მაღალი ამონაგების მქონე საინვესტიციო აქტივად. 2024 წლის აგვისტოში ამონაგებმა გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს 1.4 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა და 9.8% შეადგინა.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება ისევ მაღალ დონეზეა, თუმცა 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისში გაცემული ნებართვები წლიურად 7%-ით შემცირდა. წელს 891 000 ფართობზე გაიცა მშენებლობის უფლება, საიდანაც ყველაზე დიდი წილი - 28% დიდ დიღომზე, ყველაზე პატარა წილი - 14% კი ისანზე მოდის.

კვლევას გაეცანით ბმულზე.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში