რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“ - აშშ-ს საელჩოს „ქარდებით“ ბაიდენი გელაპარაკებათ და დაგცინით

მშვენიერია, ყველა პრობლემას, რასაც ამერიკის საელჩო ხედავს, ასეთი მოკლე და გასაგები ფორმით აღწერს - „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა - პირველად ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“, ყოჩაღ, მაგრად გაშიფრეთ, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საქართველოში აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული “ქარდების” შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ამ „ქარდებით“ ხელისუფლებას ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ელაპარაკება, რადგან საელჩო და ელჩი ამერიკის პრეზიდენტს წარმოადგენს.

„ეს არის უნიკალური მოვლენა. არა მგონია, რომ სადმე მსგავსი ფორმით ყოფილიყოს პოზიცია გამოთქმული. ეს არის გენიალური მიგნება. ეს არის ძალიან სხარტი და ლაკონური. ასევე, რა თქმა უნდა, იუმორი და “ქართული ოცნების”დაცინვა, რომელსაც ელაპარაკება ისეთი მესიჯებით, რომელიც შესაძლოა სხვა სტილის გადაცემაში ყოფილიყო. მშვენიერია, ყველა პრობლემას, რასაც ამერიკის საელჩო ხედავს, ასეთი მოკლე და გასაგები ფორმით აღწერს. აქვს თუ არა ზემოქმედების ეფექტი საზოგადოებაზე? - აქვს.

“ქართული ოცნება” ამბობს, რომ ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა. პირველად ვეთანხმები “ქართულ ოცნებას” - ყოჩაღ, მაგრად გაშიფრეთ. დიახ, ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა. ისევე როგორც მხარს უჭერს ამერიკის მთავრობა - საელჩო მთავრობის, ანუ პრეზიდენტის წარმომადგენელია. ანუ, ბაიდენი გელაპარაკებათ და დაგცინით. სუფრიდან ხომ გამოაგდო კობახიძე? ახლა ამ „ქარდებით“ ბაიდენი ელაპარაკება, რადგან საელჩო და ელჩი ამერიკის პრეზიდენტს წარმოადგენს”, - აღნიშნა გოცირიძემ.

ამავე თემაზე საუბრისას, გოცირიძემ განმარტა, რომ ერთი დემოკრატიული ქვეყანაც კი არ არსებობს, რომელიც გვერდში “ქართულ ოცნების” მმართველობას უდგას.

“არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც მხარს ქართულ ოპოზიციას არ უჭერს. ერთი დემოკრატიული ქვეყანაც კი არ არსებობს, რომელიც გვერდში “ქართულ ოცნების” მმართველობას უდგას. ასეთები არიან - ბელარუსი, რუსეთი და ასეთი ავტორიტარული რეჟიმები. ასე რომ, დიდი სიამოვნებით ველოდები ამ „ქარდებს”, - აღნიშნა გოცირიძემ.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და "ქარდებით" ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის "კრედიტ სუისთან" ურთიერთობის საკითხები იყო. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა ქარდი, წარწერით: „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. გარდა ამისა, საელჩომ დღეს კიდევ ერთი ქარდი გამოაქვეყნა წარწერით „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია