სერგეი ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობაზე - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება

გავაგრძელებთ სამხრეთ ოსეთის დახმარებას, 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას განაცხადა.

„მინდა დავადასტურო, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, ჩვენს ახლო მეგობარსა და მოკავშირესთან ურთიერთობების მნიშვნელობა. ეს პარტნიორობა სტრატეგიული ხასიათისაა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სოციალურ-ეკონომიკური სფეროსა და სხვა სფეროების განვითარებაში, სახელმწიფოს გაძლიერებაში, როგორც ეს გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენთვის აქ ერთადერთი გზა არსებობს წინსვლის გზა - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ლავროვმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს