ეკატერინე მიქაბაძე - იპოთეკით დაცული ობლიგაციების დანერგვის მიზანი ბანკებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა

იპოთეკით დაცული ობლიგაციების დანერგვის მთავარი მიზანი დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე კომერციული ბანკების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ვიმედოვნებთ, რომ პროდუქტი გააუმჯობესებს ლარით გრძელვადიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას, გაზრდის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ეფექტიანობას და რისკების მართვის ინსტრუმენტი იქნება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ, იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინტეგრაცია ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ამოცანაა და იპოთეკით დაცული ობლიგაციები ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

როგორც ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, ახალ ჩარჩოს აქვს ძლიერი გარანტიები, შეესაბამება ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებულ წესებს, რაც Moody's-ის შესაბამის ანგარიშშიც დადასტურდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კანონი დიდწილად ევროკავშირის დაცული ობლიგაციების დირექტივას ეყრდნობა.

„ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ღონისძიებას მივმართავთ, რათა იპოთეკით დაცული ობლიგაციების მიმართულება, რაც შეიძლება მცირე ვადაში გახდეს ხელმისაწვდომი ბაზრისთვის", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანი საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და სებ-ის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შეფასება იყო.

ღონისძიებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაცია Moody's-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკები და სხვა დაინტერესებული პირები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე