ნდობის ჯგუფის სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილეს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფინანსური დოკუმენტის ის ნაწილი წარადგინა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ სპეციალურ პროგრამებსა და ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების გამოყოფას ეხება.

„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბიუჯეტთან შედარებით, სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება, რასაც ნდობის ჯგუფი მიესალმება და აღნიშნულ მიდგომას დადებითად აფასებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ნდობის ჯგუფის სხდომაზე განხილული ფინანსური დოკუმენტის პროექტი მხოლოდ პირველადი ვერსიაა და წლის ბოლომდე, სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო მიღებამდე, ამ უწყებებისთვის დამატებითი თანხების მოძიების მიზნით, ნდობის ჯგუფის წევრები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კონსულტაციებს და სამუშაო შეხვედრებს გავმართავთ", - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.

შეხვედრას ნდობის ჯგუფის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ