,,ქართული ოცნების“  ვაკის დელეგატი, ზუკა რურუა ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაკის გამგებელ - დავით კვინიკაძესთან, ვაკის მაჟორიტარ - ნოდარ ტურძელაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ჭავჭავაძის N75-ის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა აქცენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა. მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„მიხარია, რომ ჩემთვის ძალიან ბევრ ნაცნობ და ახლობელ ადამიანს ვხვდები, ვგრძნობ მათ მხარდაჭერას, ჩვენც, მთელი გუნდი, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავითვალისწინოთ მოსახლეობის პრობლემები და ვიმოქმედოთ მათ გადასაჭრელად.

მოხარული ვარ, რომ ჩემი მრავალწლიანი საქმიანობიდან გამომდინარე ხელს ვუწყობ ჯანსაღი ცხოვრების განვითარებას მოზარდებისთვის და ამას მომავალში კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებ“, - განაცხადა ზუკა რურუამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე