ლევან სანიკიძე - ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მაქსიმალურად ცდილობს, ახალგაზრდები პოლიტიკით დაინტერესებულები არ იყვნენ - ერთადერთი გამოსავალი, რაც გვაქვს, ხელისუფლების ცვლილებაა

ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მაქსიმალურად ცდილობს, რომ ახალგაზრდები არ იყვნენ პოლიტიკით დაინტერესებულები. ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ გვაქვს, არის ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ თუ ამ არჩევნებში არ დავანახეთ, რისი თავი გვაქვს ახალ თაობას, შემდეგ არჩევნებში უკვე აღარავინ აღარ გაგვითვალისწინებს, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში ქვეყანაში დადგება ისეთი ვითარება, რაც გვაიძულებს ქვეყნის დატოვებას , - ამის შესახებ ,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ავტორიტეტებს ებრძვის, რადგან ისინი სძულს.

„ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, იყო ავტორიტეტების ნგრევა. ამ ადამიანს არ უყვარს, როდესაც ამ ქვეყანაში არსებობს ავტორიტეტი და მეორე, რომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ ახალგაზრდები არ იყვნენ პოლიტიკით დაინტერესებულები, ან არსებობდეს განცდა, რომ პოლიტიკა არის ცუდი. თუ რომელიმე პოლიტიკოსი არ მოგწონს, არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავი არ სცადო პოლიტიკაში. მესმის პარტიული ცხოვრება, რაღაც კლიშეები არსებობს, მათ შორის კომუნისტური წარსულიდან გამომდინარე, რომ რაღაც პარტიაში ყოფნა კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების გატარება შეიძლება ახალგაზრდულ ვნებათაღელვასთან და მდგომარეობის წინააღმდეგაც მოდიოდეს, მაგრამ მგონია, რომ ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ გვაქვს არის ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ თუ ამ არჩევნებში არ დავანახეთ რისი თავი გვაქვს ახალ თაობას, შემდეგ არჩევნებში უკვე აღარავინ აღარ გაგვითვალისწინებს, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნება ის თავისუფლება, რასაც მიჩვეული ვართ და დადგება ისეთი მდგომარეობა, რაც გვაიძულებს ქვეყნის დატოვებას“, - აღნიშნა ლევან სანიკიძემ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე „ერთიანობა პასუხობს ხალხს“, სადაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, საკითხი შეეხო ახალგაზრდებს, რომლებმაც ქართულ პოლიტიკაში უნდა დაიმკვიდრონ თავი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს