ეკა გიგაური - პრეზიდენტი მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რათა მოქალაქეებმა თავისუფალ გარემოში მისცენ ხმა, ის ამ ყველაფერში კონკრეტულ როლს შეასრულებს

ორბელიანების სასახლეში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც ეკა გიგაურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მან პრეზიდენტთან არჩევნებზე დაკვირვების პროცესსა და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ ჩვენს სადამკვირვებლო მისიაზე, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ არჩევნებს კოალიციურად აკვირდება. მას აინტერესებდა, თუ რა გეგმები გვაქვს, რამდენი დამკვირვებელი გვეყოლება და როგორ ვაპირებთ ხმების დაცვას.

ასევე აინტერესებდა ანტიკორუფციული სამსახურის გადაწყვეტილება და შემდეგ ამ გადაწყვეტილების გაუქმების საკითხები.

ვსაუბრობდით, თუ რას გვედავებოდნენ უკანონოდ და რატომ შეცვალა გადაწყვეტილება. პრეზიდენტი მზად არის, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა მოქალაქეებმა თავისუფალ გარემოში მისცენ ხმა, რა თქმა უნდა, იგი ამ ყველაფერში კონკრეტულ როლს შეასრულებს. ის ძალიან აქტიურია, თუნდაც ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით",- განაცხადა ეკა გიგაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს