თინა ბოკუჩავა - ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის პროცესში  ივანიშვილის „ქართული ოცნება” წარმოადგენს - პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი არჩევანი და  ეს არჩევანი რეფერენდუმია

ორბელიანების სასახლეში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას შორის შეხვედრა დასრულდა.

თინა ბოკუჩავას თქმით, შეხვედრაზე ერთმანეთს, ვიზიტებისას მიღებული გზავნილები გააცნეს.

„პრეზიდენტი ევროპაში იმყოფებოდა, მეც ვიყავი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე, შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დუბლინში. გავცვალეთ ჩვენი ვიზიტების დროს მიღებული გზავნილები, ევროპელებისგან, რომლებიც ადასტურებენ როგორც პრეზიდენტთან, ისე ჩვენთან, რომ ევროპის კარი არის ღია. დღეს ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის პროცესში ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" ხელისუფლება წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს საბოტირებს.

ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალქეების თავისუფალი არჩევანი დავიცვათ საერთო ძალისხმევით დავიცვათ. ეს არჩევანი არის რეფერენდუმი",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება