გია ხუხაშვილი - პრეზიდენტი არის დღევანდელი განვითარების ვექტორის მედროშე  - ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს

პრეზიდენტი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს, იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტოლოგ გია ხუხაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მას შეხვედრაზე პრეზიდენტთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია.

„ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს. საკმაოდ წარმატებული ვიზიტი იყო და ამის შესახებ ისაუბრა.

მე არ წარმოვადგენ პარტიას, ამიტომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე საუბარი არ გვქონია.

პრეზიდენტის როლი არის ფუნდამენტური და სასიცოცხლო. ამ არჩევნებზე ორ კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი: პირველი - საით მიდის საქართველო, რუსეთის იმპერიაში, თუ ევროპის მომართულებით. მეორე - პარტიები. პირველ თემაზე, სარეფერენდუმო საკითხზე, პრეზიდენტს ცენტრალური როლი აქვს, ის არის მედროშე დღევანდელი განვითარების ვექტორის.

მას აქვს კონსტიტუციური შეზღუდვა, ის ვერ ექნება პარტიულად მიკერძოებული, თუმცა როგორც გარანტი როგორც ხელისუფლების გადაბარების, თუ ლეგიტიმურობის, მისი როლი არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ნაწილს შეხვდა. პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს