სალომე ზურაბიშვილი - დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო ივანიშვილისთვის რაღაც გარანტიების მიცემა, ამაზე პასუხი არ მაქვს,  თუკი მექნება, სადაც საჭიროა, იქ მივიტან

სიმართლეს გეტყვით, დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო [ივანიშვილისთვის] რაღაც გარანტიების მიცემა? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა.

პრეზიდენტის განმარტებით, მას აღნიშნულზე პასუხი არ აქვს, თუმცა, თუკი, „პასუხი ექნება, სადაც საჭიროა, იქ მიიტანს“.

ამ კითხვის ავტორები იყვნენ თუ არა ევროპელი ლიდერები, კითხვაზე სალომე ზურაბიშვილი პასუხობს - „აღარ დავაზუსტებ“.

პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა მოახლოებულ არჩევნებსა და „ქართულ ქარტიაზე“.

კითხვაზე, არის თუ არა ის მზად, თუკი „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა, მათი უფლებები დაიცვას, ზურაბიშვილმა დადებითი პასუხი გასცა.

„აბსოლუტურად ყველა მონაცემიდან გამომდინარე, ალბათ, ეს გუნდი პარლამენტში 25%-ით დარჩება, არ მგონია, ბევრად მეტი იყოს დღევანდელი რეალური მონაცემები, მერე შეიძლება რაღაც გაყალბების მომენტებიც... ეს არის აუცილებელი მომავალი საქართველოს დემოკრატიული პარლამენტისთვის და პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ოპოზიციურ პარტიებთან ვმუშაობ იმისთვის, რომ ამ ქარტიის ირგვლივ კონსოლიდაცია მოხდეს, რადგან ეს არის სამოქმედო გზა ევროპისკენ, მაგრამ ამავე დროს, ეს ოპოზიცია უნდა შედგეს, კონსოლიდაცია მოახდინოს და ერთმანეთში ცოტა დააწყნაროს ეს ურთიერთობები, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს. ალბათ, ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც კარგია, ჩვენ აღარ მივიღებთ ერთპარტიულ წყობას, რაც ამ ქვეყნისთვის ყველანაირად ამოსუნთქვა იქნება, მაგრამ მეორე მხარე, ანუ ის, რაც იქნება ოპოზიცია და შეიძლება, იქაც ერთპარტიული ოპოზიცია არ იყოს, იყოს სხვა პატარა პარტიები, ისინი არიან ბუნებრივი ნაწილი პოლიტიკური ცხოვრების“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის საკუთარ თავს ივანიშვილის პირისპირ, ერთი ეტაპის დასრულების, ცივილურად გაგრძელებისა და შურისძიებების გარეშე, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ეს აუცილებელია“.

„ეს ქვეყანა ამ ეტაპზე უნდა გადავიდეს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, დებატიც შევთავაზე საჯაროდ, ბევრი რამე შეიძლება ასეთი დებატითაც გაირკვეს. სიმართლეს გეტყვით, დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო რაღაც გარანტიების მიცემა?.. ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ თუ პასუხი იქნება, სადაც საჭიროა, მივიტან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში