გიორგი ბარამიძე - 12 წელიწადია „ნაციონალურ მოძრაობას“ დევნიან და გვაპატიმრებენ, გვესვრიან, გვცემენ, მაგრამ ვერაფერი უქნეს ჩვენს გუნდს, ვერც ახლა შეგვაშინებენ

12 წელიწადია „ნაციონალურ მოძრაობას“ დევნიან და გვაპატიმრებენ, გვესვრიან, გვცემენ, მაგრამ ვერაფერი უქნეს ჩვენს გუნდს, მიუხედავად ივანიშვილის ბანდის გაცხადებული გეგმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაენადგურებინათ და ვერც ახლა შეგვაშინებენ, პირიქით, უფრო მეტი ენთუზიაზმია ჩვენს მხარდამჭერებში, რომ 26 ოქტომბერს მოვისროლოთ რუსული რეჟიმი, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ სოფელ კარდენახში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არ ელის, რომ დღეს მომხდარს გამოიძიებენ.

„როგორც ყოველთვის, ჩვენს გუნდს დასდევდა კრიმინალური ბანდები და ცდილობდნენ, ჩვენი შეხვედრების ჩაშლას და ბოლოს, ეს რომ არ გამოუვიდათ, ღია პროვოკაციაზე წამოვიდნენ, რომ რამენაირად ვინმეს ჩვენგან რამე გაეკეთებინა და აქეთ ჩვენები დაეჭირათ და ამ პროვოკაციაზეც რომ არავინ წამოვიდა, პირდაპირ აგრესიაზე წამოვიდნენ, ქალბატონების შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, რასაც ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი, ლევან მეტრეველი გამოესარჩლა და მას დაარტყეს. ის ახლა ჰოსპიტალიზებულია. არ ვიცით მისი მდგომარეობა და იმედია არ არის ძალიან მძიმედ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ 12 წელიწადია „ოცნების“ კრიმინალების არავის არ ეშინია. 12 წელიწადია „ნაციონალურ მოძრაობის“ დევნიან და გვაპატიმრებენ, გვესვრიან, გვცემენ, მაგრამ ვერაფერი ვერ უქნეს ჩვენს გუნდს, მიუხედავად ივანიშვილის ბანდის გაცხადებული გეგმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაენადგურებინათ.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ველით, რომ ეს კრიმინალური ბანდა თავისივე კრიმინალებს, ბანდიტებს დაიჭერს, რაც არ მომხდარა მთელ 12 წლის განმავლობაში. ჩვენი ლიდერები კამერების თვალწინ რომ სცემეს და ყველა დამნაშავე არის იდენტიფიცირებული, მაშინაც კი არ დაიჭირეს და არ მისცეს პასუხისგებაში. იგივე ანა წითლიძეს კამერების თვალწინ დაარტყეს, რომ ჩაეშალათ ჩვენი ჩვენი შეხვედრები ხალხთან, მაგრამ ეს იწვევს უფრო მეტ ენთუზიაზმს ჩვენს გუნდში, კიდევ უფრო მეტ გაბრაზებას ამ მოღალატეთა რეჟიმის მიმართ ჩვენი ხალხისა და კიდევ უფრო მეტ შემართებას, რომ ეს კრიმინალური და მოღალატეობრივი რეჟიმი მშვიდობიანად და წყნარად დავასრულოთ ყველამ ერთად და საქართველო კვლავ დავაბრუნოთ ევროატლანტიკურ გზაზე“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე