Diryah-ს აღმასრულებელი დირექტორი - საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა ვიზიტისთვის და განსაკუთრებით კარგია მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად

საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა ვიზიტისთვის და განსაკუთრებით კარგია მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად, - ამის შესახებ საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Diryah-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯერი ინზერილო აცხადებს.

ის საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას აფასებს.

„მსოფლიო ტურისტული საზოგადოება საქართველოს ეწვია და ამ ულამაზეს ქალაქ თბილისში შეიკრიბა. დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი კონფლიქტია. მთელი მსოფლიოდან ყველა აქ ჩამოვიდა გზავნილის გასავრცელებლად, რომ გვქონდეს მშვიდობა ტურიზმის დახმარებით. თუ დააკვირდებით, ყველაზე კარგ ტურისტულ ქვეყნებში, ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ხალხს მოსწონს, მიმღებლობაა - ტურისტები არ დაბრუნდებიან, თუ ისინი ამას არ იგრძნობენ. საქართველოს აქვს საუკეთესო პოტენციალი, რადგან ხალხია საუკეთესო. ეს ჩემი მეოთხე ვიზიტია საქართველოში და ყველამ, ვინც აქ ჩამოდის, იცის ლეგენდარული ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ. იცის, რომ აქ ყველაზე სასიამოვნო, თბილი, მზრუნველი და მშვიდობიანი ხალხია. ამიტომაც, ქართველი მეგობარი თუ გყავთ, ის ოჯახის წევრივითაა. საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა ვიზიტისთვის და განსაკუთრებით კარგია მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად“,-განაცხადა ჯერი ინზერილომ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის