კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი - მთავრობის ნებართვის გარეშე ვოიაჟები კონსტიტუციის დარღვევაა, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ?

ძალიან მალე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა გასდის, შესაბამისად, ის იქნება არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ ამ ადამიანმა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას შეურაცხყოფა მიაყენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის არანაირი კანონი, კონსტიტუცია არ არსებობს.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას კონკრეტული დარღვევები აქვს და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონსტიტუციას არღვევს. გულდასაწყვეტია, რომ ამ ტიპის დამოკიდებულებაა სახელმწიფოს მიმართ და თან ვისგან? - ამასაც ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს. სტატუსობრივად პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციას უნდა იცავდეს და წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს! ყველაფერს პირდაპირ ხაზი გადაუსვა, მისთვის არანაირი კანონი, კონსტიტუცია არ არსებობს. სასამართლომაც კი დაადანაშაულა კონსტიტუციის დარღვევაში. უბრალოდ, ეს ადამიანი ამ დამოკიდებულებას აგრძელებს.

როგორც იცით, ძალიან მალე პრეზიდენტობის ვადა სალომე ზურაბიშვილს გასდის, შესაბამისად, ის იქნება არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ ამ ადამიანმა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას შეურაცხყოფა მიაყენა.

კონსტიტუციის დარღვევაა ვოიაჟები. მას მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ნებართვის გარეშე უფლება არ აქვს. მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ? მე თუ პრემიერ-მინისტრის გასაკეთებელი უნდა ვაკეთო, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის გასაკეთებელი უნდა აკეთოს და ეს აღრევა თუ უნდა მოხდეს, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია ან კანონები?!რისთვის არის კონსტიტუცია, კანონები?! - რადგან ეს დავიცვათ! პირველ რიგში, პატივი ვცეთ, ჩვენ სახელმწიფოს, კონსტიტუციას და კანონებს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს