პაველ ჰერჩინსკი კახა კალაძის განცხადებაზე - მე არ ვპასუხობ სხვების განცხადებებს, ეს არ არის ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლი - ნებისმიერ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, სთხოვოს უცხოელ დიპლომატს დატოვოს ქვეყანა

ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია დემოკრატიული სისტემის წინაპირობაა. მედიის გადასაწყვეტია, რა სურს და რა არ სურს, რა განცხადებას გაიზიარებს და რას არა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას ფიქრობს თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით გაკეთებული მისი განცხადება არჩევნებში ჩარევა იყო, რადგან ამის შემდეგ სამმა ტელევიზიამ, უარი თქვა ბანერების ეთერში გაშვებაზე.

„ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია დემოკრატიული სისტემის წინაპირობაა. მედიის გადასაწყვეტია, რა სურს და რა არ სურს, რა განცხადებას გაიზიარებს და რას არა. მე მედიამ მკითხა, გამომეხატა ჩემი შეხედულება და გამოვხატე და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გადასაწყვეტია, რა წესებს მიჰყვება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

ელჩს ასევე დაუსვეს შეკითხვა კახა კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც „ქართული ოცნების“ ბანერებზე ელჩის კომენტარი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, ქვეყნიდან მაშინვე გამოაპანღურებდნენ“.

„მე არ ვპასუხობ სხვების განცხადებებს, ეს არ არის ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლი. ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია, წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია. ასე რომ ახლა, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის კონტექსტში, მაპატიეთ, მაგრამ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, ან სხვა განცხადებაზე. ის, რისი თქმაც შემიძლია, არის, რომ დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისად, ნებისმიერ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, სთხოვოს უცხოელ დიპლომატს დატოვოს ქვეყანა და ბოლო თვეების თუ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი ასეთი შემთხვევა გვქონდა სხვა რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაში“, - აღნიშნა ელჩმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს