არჩილ გორდულაძე - მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო დააფიქსირებს ფაქტს, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელაა კონსტიტუციის დამრღვევი, ახალი მოწვევის პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის წესით გადააყენოს

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო დააფიქსირებს ფაქტს, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ არის საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი, უკვე ახალი მოწვევის პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის წესით გადააყენოს, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველასთვის ცალსახა უნდა იყოს, რომ კონსტიტუციის დარღვევა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„როდესაც სალომე ზურაბიშვილს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად არის ქცეული, ჩვევაში აქვს გადასული კონსტიტუციის დარღვევა, არაფრად აგდებს ჩვენს ფუძემდებლურ კანონმდებლობას და კანონის მთავარ დოკუმენტს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, დღეში რამდენჯერმეც არღვევს კონსტიტუციას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო დააფიქსირებს ფაქტს, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ არის საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი, უკვე ახალი მოწვევის პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის წესით გადააყენოს. მთავარი აქ ის არის, რომ ყველასთვის ცალსახა უნდა იყოს, რომ კონსტიტუციის დარღვევა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩება. აღნიშნული, ზუსტად მსგავსი პროცედურა რამდენიმე თვის წინ უკვე წარიმართა, მაგრამ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაარჩინა სალომე ზურაბიშვილი. იგი “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტი გახდა და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭიროს მაქსიმალურად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ 60%-მდე გვაქვს მხარდაჭერა, რომელიც უფრო მზარდია. ამ ფონზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ძირითად კანონს არღვევს, ჰქონდეს ვალდებულება, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგეს და კანონის წინაშე აგოს პასუხი”,- განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს