ლევან მაჭავარიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - ჩვენ შემდეგ პარლამენტში 100 მანდატიც გვექნება და მეტიც - შესაბამისად, იქ უკვე ოპოზიციის მონაწილეობა საერთოდ არ იქნება საჭირო

ჩვენ შემდეგ პარლამენტში 100 მანდატიც გვექნება და მეტიც - შესაბამისად, იქ უკვე ოპოზიციის მონაწილეობა საერთოდ არ იქნება საჭირო, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმპიჩმენტის ერთ-ერთი დატვირთვა ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს.

„ამ იმპიჩმენტს ორი დატვირთვა აქვს: ერთი ის, რომ ქალბატონი სალომე სრულიად გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან. ეს შეუთანხმებელი ვიზიტები, არ ნიშნავს ელჩებს, მოგვევლინა ოპოზიციური პარტიების და რადიკალების ლიდერად, რაც ასევე კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. ასევე, არის რიგი საკითხები, მაგალითად როგორიცაა, რომ თურმე პრემიერობის კანდიდატი მან უნდა წარმოადგინოს. ეს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა და რა თქმა უნდა, მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ და ამის საშუალებას არავის მოვცემთ. მეორე მიზეზი, არის ის, რომ ზურაბიშვილმა ფაქტობრივად, “გადააგდო” ჩვენი ამომრჩეველი, რომელმაც ჩვენი ხათრით მისცა მას ხმა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენს ამომრჩეველთანაც და ამ ნაბიჯით ამომრჩეველი იმას დაინახავს, რომ მას საკადრისი პასუხი გავეცით. კი, რა თქმა უნდა, ეს სიმბოლური ხასიათის იქნება და მისი იმპიჩმენტი დაახლოებით ერთი თვით ადრე მოხდება, სანამ მას უფლებამოსილება ამოეწურება, უბრალოდ ისტორიაში იგი, როგორც იმპიჩმენტით გადაყენებული პრეზიდენტი, ისე უნდა შევიდეს.

დაინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება, თუმცა ჩვენ შემდეგი მოწვევის უფლებამოსილება იქნება უკვე მისი იმპიჩმენტის პროცესის ბოლომდე გაყვანა. ამას სჭირდება 100 ხმა. ჩვენ შემდეგ პარლამენტში 100 მანდატიც გვექნება და მეტიც. შესაბამისად, იქ უკვე ოპოზიციის მონაწილეობა საერთოდ არ იქნება საჭირო”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ