ლევან ბეჟაშვილი  - „ქართულ ოცნებას” ვერანაირი საარჩევნო პროგრამა და ტყუილი დაპირებები ვერ უშველის - ივანიშვილისთვის ცნობილია საზოგადოების დამოკიდებულება და მისი გაპასიურება ამას უკავშირდება

ქართულ ოცნებას” ვერანაირი საარჩევნო პროგრამა და ტყუილი დაპირებები ვერ უშველის, - ამის შესახებ ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და ამ ქვეყანას დაუბრუნოს ევროპული არჩევანი

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამები ამ 12 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას უამრავჯერ აქვს მოსმენილი და ყველა ჯერზე იმედგაცრუება, ტყუილი დაპირებები, ხალხისთვის გაუარესებული მდგომარეობა და ივანიშვილის კლანის უსაზღვროდ გამრუდებაა შედეგი. ვერანაირი საარჩევნო პროგრამა და ტყუილი დაპირებები ვერ უშველის. 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და ამ ქვეყანას დაუბრუნოს ევროპული არჩევანი“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არ ესწრებოდა საარჩევნო პროგრამის წარდგენას „ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავად ძალიან კარგად იცის საზოგადოების დამოკიდებულება და ტენდენციები და გაპასიურება ამას უკავშირდება.

ბიძინა ივანიშვილმა თავად ძალიან კარგად იცის საზოგადოებრივი დამოკიდებულება და ტენდენციები. დღეს „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს. დღეს „ქართული ოცნება“, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და მისი კლანის წევრები საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან. ამიტომ, მათთვის ბუნებრივია, ეს მოცემულობა ცნობილია და ამიტომ, საარჩევნო პროგრამაში მათი გაპასიურებაც ამას უკავშირდება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო