ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული განხილვის შედეგებზე ქვეყნისთვის „ინტერპრესნიუსი" GRASS–ის თანადამფუძნებელს, სერგი კაპანაძეს ესაუბრა.
- ბატონო სერგი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხი განიხილეს. დებატების თემა იყო - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“. ბევრი უსიამოვნო რამ მოვისმინეთ ევროპარლამენტარებისგან. რეზოლუციის ტექსტიც უკვე ცნობილია, რომელსაც კენჭს ხუთშაბათს უყრიან. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ევროპარლამენტში განხილვის შედეგად რა გზავნილები მიიღო საქართველომ?
- მთავარი გზავნილი რამდენიმეა. პირველი გზავნილი ალბათ არის ის, რომ ახალმა ევროპარლამენტმა, რომელიც ივლისში იქნა არჩეული და „ქართული ოცნება“ თავის რიტორიკაში იმედებს ამყარებდა რომ ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობა განსხვავებული იქნებოდა წინასაგან.
ახალ ევროპარლამენტში კონსერვატორები გაიმარჯვებდნენ და მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვლებოდა, რეალურად, „ქართული ოცნებისთვის“, არაფერი არ შეცვლილა. ევროპარლამენტის რეალური პოლიტიკური ძალები ადგილზე არიან და ისევ შეშფოთებული არიან საქართველოს დემოკრატიული უკუსვლით. ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები პარლამენტარობის შემდეგ ქვეყნებს მართავენ.
ევროპარლამენტის უმრავლესობის აზრით, „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში საქართველოს ევროკავშირში წინსვლა არ ექნება. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო
ევროპარლამენტარები ერთი მხრივ საქართველოს მიიჩნევენ ევროკავშირის გზაზე მყოფ ქვეყნად, მათ უნდათ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ, მათი უმრავლესობა ამბობს, რომ სანამ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, სანამ საქართველოში ისეთ კანონებს იღებენ, როგორსაც ივანიშვილის მთავრობა იღებს და სანამ მათი მხრიდან ხელისუფლების უზურპაცია გრძელდება, მანამდე საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლა არ ექნება. ევროპარლამენტის უმრავლესობის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამის გამო იმსახურებს სანქციებს. ევროპარლამენტის უმრავლესობის აზრით, „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში საქართველოს ევროკავშირში წინსვლა არ ექნება. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო.
- ევროპარლამენტში გამართულ განხილვაზე ჩვენთვის ისეთ საკმაოდ მტკივნეულ თემებზე, როგორიცაა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების უკან გაწვევა და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესება.
ამ თემებზე, განსაკუთრებით სანქციების თემაზე ახლა ბევრი კი ხუმრობს, მაგრამ, როგორც ჩანს, სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ უნდა გვქონდეს...
- ევროკავშირისა და ამერიკის გზავნილებში ნათლად ჩანს ერთი რამ - გაქვთ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა, მეტი დემოკრატიის შემდეგ ევროკავშირში მეტი ინტეგრაცია, მაგრამ თუ გადაუხვევთ ამ გზას, ამისთვის მიიღებთ „სასჯელს“. ასეთია სანქციების დაწესება და ვიზალიბერალიზაციის გაუქმება. ეს ყველაფერი ერთ პაკეტშია - ან მიდიხარ ევროპისკენ, იზიარებ ევროპულ ღირებულებებს და იღებთ ბევრ სხვა ევროპულ სიკეთეებს, ან უარს ამბობ ევროპულ გზაზე, მაგრამ უარი უნდა თქვა ევროპულ სიკეთეებზე.
ძალიან მარტივი ფორმულაა ყველა ნორმალური ადამიანისთვის. არ შეიძლება თან სიკეთეებს ელოდე, მაგრამ მეორე მხრივ პრორუსულ პოლიტიკას ატარებდე. ეს ორივე ერთად არ გამოდის, ან ერთს უნდა აკეთებდე, ან მეორეს. ამას ევროკავშირი ღიად გვეუბნება.
ევროკავშირისა და ამერიკის გზავნილებში ნათლად ჩანს ერთი რამ - გაქვთ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა, მეტი დემოკრატიის შემდეგ ევროკავშირში მეტი ინტეგრაცია, მაგრამ თუ გადაუხვევთ ამ გზას, ამისთვის მიიღებთ „სასჯელს“. ასეთია სანქციების დაწესება და ვიზალიბერალიზაციის გაუქმება
ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი არის გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და, რა თქმა უნდა, მთავრობისთვისაც. მაგრამ, სამწუხაროდ, ევროკავშირში უკვე კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გზავნილების არც გამზიარებელი და არც გამთვალისწინებელი არაა. რაც რჩება, არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს რა დამოკიდებულება აქვს მათ საქართველოს ხელისუფლებისადმი და საქართველოს მოსახლეობისადმი.
გუშინ ევროკავშირის დელეგაციამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, თუ რამდენი დახმარება დაკარგა საქართველომ. თუ აქამდე ევროკავშირი და მისი წარმომადგენლობა არ ამბობდა იმას, რომ საქართველომ დაკარგა 120 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება, გუშინ გადაწყვიტა, რომ ეს გაესაჯაროებინა.
და ეს გააკეთა მარტივი მიზეზის გამო, უნდათ რომ მოსახლეობამ გაიგოს რომ ის დახმარება, ფული, რომელიც მათ უნდა მოხმარდეს, ამ მთავრობის გამო არის შეჩერებული. ქვეყანა კარგავს ძალიან სოლიდურ ფულს. 120 მილიონი ევრო ცოტა ფული ნამდვილად არ არის. დაახლოებით 360 ლარია და ეს ფული შეიძლებოდა მოხმარებოდა საქართველოს მოქალაქეების ნებისმიერ საჭიროებებს.
მათი გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას უკვე აღარ შეცვლის. მათ ეს იციან და ამიტომ უნდათ გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ, რომ შემდეგ მოსახლეობამ გადაწყვიტოს. თუ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, რომ ასეთი ხელისუფლება უნდა დატოვოს, შემდეგ, არც მოსახლეობას აღარ უნდა ჰქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ მათ ევროპაში უვიზო მიმოსვლა ჰქონდეთ და ევროკავშირის სიკეთეებით ისარგებლებენ. ერთად არ გამოდის, გყავდეს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც დასავლეთს უპირისპირდება და თან გინდოდეს ევროპული სიკეთეები.
თუ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, რომ ასეთი ხელისუფლება უნდა დატოვოს, შემდეგ, არც მოსახლეობას აღარ უნდა ჰქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ მათ ევროპაში უვიზო მიმოსვლა ჰქონდეთ და ევროკავშირის სიკეთეებით ისარგებლებენ. ერთად არ გამოდის, გყავდეს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც დასავლეთს უპირისპირდება და თან გინდოდეს ევროპული სიკეთეები
სხვათა შორის, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვაში ძალიან კარგად გამოჩნდა, ვინ არის „ქართული ოცნების“ მეგობარი და ვინ არის ქართველი ხალხის მეგობარი.
- ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ბევრი განსხვავებული მოსაზრება მოვისმინეთ. სახელისუფლებო პროპაგანდამ რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებების გამოსვლები საკმაოდ კარგად გამოიყენა. გასაგებია, რომ ევროპარლამენტში გადაწყვეტილებას ეს ადამიანები არ იღებენ. ევროპარლამენტში, როგორც სხვა პარლამენტებში პლურალიზმია, მაგრამ, ეს ადამიანები რეალურად ვის წარმოადგენენ ევროპარლამენტში?
- ევროპარლამენტში რამდენიმე პოლიტიკური გუნდია, რომელიც მმართველ კოალიციაში, ან გარკვეული საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობას იღებენ. ესენი არიან - „სახალხო პარტია,“ „ევროპელი სოციალისტები“, რომლიდანაც პრაქტიკულად გარიცხეს „ქართული ოცნება,“,“ ლიბერალების ალიანსი- თავისუფალი ევროპა“, „კონსერვატორები“ და „მწვანეები“.
ამის გარდა არიან მარგინალური ჯგუფები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი ანტიევროპულებით. ასეთები არიან ახლად შექმნილი ჯგუფი „ევროპის პატრიოტები“, ასევე ულტრამემარცხენე კომუნისტები, რომელთა იდეოლოგია არის ევროპის საწინააღმდეგო და ისინი თავიანთ ქვეყნებში ცდილობენ არ არსებობდეს ევროკავშირი. ესენი არიან ძირითადად ევროსკეპტიკოსები, რომლებიც ძალიან ხშირად რუსეთს უჭერენ მხარს.
ევროპარლამენტში რამდენიმე პოლიტიკური გუნდია, რომელიც მმართველ კოალიციაში, ან გარკვეული საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობას იღებენ. ესენი არიან - „სახალხო პარტია,“ „ევროპელი სოციალისტები“, რომლიდანაც პრაქტიკულად გარიცხეს „ქართული ოცნება,“ ლიბერალების ალიანსი- თავისუფალი ევროპა“, „კონსერვატორები“ და „მწვანეები“
ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის გაფართოებას, ასევე ეწინააღმდეგებიან სხვა ქვეყნების მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას ევროკავშირში, ესენი არ არიან ის ხალხი, ვინც საქართველოს მეგობრები არიან.
ესენი რომ გადაწყვეტილებას იღებდნენ, ევროკავშირი აღარც გაფართოვდებოდა და არც საქართველოს არ ექნებოდა ამ კავშირში შესვლის შანსი. ისინი მეგობრობენ „ქართულ ოცნებასთან“. ეს ის შემთხვევაა, როცა ქართული ანდაზა უნდა გავიხსენოთ - „მითხარი ვინაა შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ.“
ეს არის ყველაზე მარტივი ახსნა იმისა, რაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში ხდებოდა. ამ ადამიანების მხარდაჭერა ყველა ნორმალურ ადამიანსა თუ პოლიტიკოსს უნდა რცხვენოდეს. ასეა, რადგან ამ ადამიანებს ევროპაში ხელს აღარ ართმევენ ხოლმე.
ამის გარდა, არიან მარგინალური ჯგუფები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი ანტიევროპულებით. ასეთები არიან ახლად შექმნილი ჯგუფი „ევროპის პატრიოტები“, ასევე ულტრამემარცხენე კომუნისტები, რომელთა იდეოლოგია არის ევროპის საწინააღმდეგო და ისინი თავიანთ ქვეყნებში ცდილობენ არ არსებობდეს ევროკავშირი. ესენი არიან ძირითადად ევროსკეპტიკოსები, რომლებიც ძალიან ხშირად რუსეთს უჭერენ მხარს
მათ შორის არიან ისინი, ვინც თავს ულტრამემარჯვენეებს ეძახის და „გერმანიის ალტერნატივის“ წარმოადგენენ. სხვათა შორის, ისინი ძალიან ხშირად გერმანიის ფედერალური გამოძიების ქვეშ არიან ხოლმე თავისი იდეებისა და რუსეთთან კავშირების გამო.
როცა ასეთი ადამიანები მხარს გიჭერენ და აკრიტიკებენ ევროკავშირს, მე მგონია რომ უნდა დაფიქრდე, რაღაცას ცუდად ხომ არ აკეთებ.
- ივლისში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ევროკავშირის სტრუქტურებში და ევროკომისიაში გარკვეული ცვლილებებია მომხდარი და თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით ამაზეც გვითხარით . . .
- ევროპარლამენტში არჩევნების წინ იყო დიდი დისკუსია იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ევროპარლამენტში ახალი კონფიგურაცია და შემდეგ ევროკომისიის. „ქართული ოცნება“ ვარაუდობდა, რომ ევროპულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე ძალები და ორბანის მსგავსი პოლიტიკოსები გაიმარჯვებდნენ, ისევე როგორც ტრამპი ამერიკაში. მაგრამ, არჩევნების შედეგად, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის სხვა სტრუქტურებში სხვა ხალხი არ მოსულა. მოსვლით კი მოვიდნენ, მაგრამ ამ სტრუქტურებში გადაწყვეტილებებს ისევ ისინი იღებენ, ვინც აქამდე იღებდა. მხედველობაში მყვანან სახალხო პარტია - მემარჯვენე- ცენტრისტული ძალები, მემარცხენე-ცენტრისტული - ევროპელი სოციალისტების და ლიბერალების კოალიცია. მათ ახლა ევროპარლამენტში 700-დან 420 დეპუტატი ჰყავთ.
არჩევნების შედეგად, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის სხვა სტრუქტურებში სხვა ხალხი არ მოსულა. მოსვლით კი მოვიდნენ, მაგრამ ამ სტრუქტურებში გადაწყვეტილებებს ისევ ისინი იღებენ, ვინც აქამდე იღებდა. მხედველობაში მყვანან სახალხო პარტია - მემარჯვენე- ცენტრისტული ძალები, მემარცხენე-ცენტრისტული - ევროპელი სოციალისტების და ლიბერალების კოალიცია. მათ ახლა ევროპარლამენტში 700-დან 420 დეპუტატი ჰყავთ
მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ უმრავლესობის შენარჩუნების. გარდა ამისა, არიან ევროპელი კონსერვატორები, რომლის ნაწილი არის ასევე არის მომხრე ევროკავშირის გაფართოების. მაგალითად იტალიელი კონსერვატორები, ან პოლონელი, რომლებიც უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერენ. ასევე მხარს უჭერენ „მწვანეები“. ისინი ამ ალიანსში არ არიან, მაგრამ, ძალიან ახლოს არიან ამ უმრავლესობასთან.
რაც შეეხება ევროკომისიას, ჯერ არ დამტკიცებულა, მალე დამტკიცდება, რადგან კანდიდატები უკვე ცნობილი არიან. ევროკომისიის ახალი შემადგენლობა საქართველოსთვის ყველაზე სანატრელი და მისაღებია, რაც შესაძლოა, ოდესმე ყოფილიყო. წინა ევროკომისიები ევროკავშირის გაფართოებაზე არ იყო ორიენტირებული. 2014-2022 წლამდე ევროკომისია არ იყო ევროკავშირის გაფართოებაზე ორიენტირებული. არც მანამდე არსებული ევროკომისია არ იყო გაფართოებაზე ორიენტირებული. პირიქით, ისინი ამბობდნენ, რომ ევროკავშირის გაფართოება არ მოხდებოდა. ახლა კი გვყავს ევროკომისია, რომელმაც ევროკავშირის გაფართოება დაისახა თავის პრიორიტეტად და ამოცანად. ამიტომაა საუბარი იმაზე, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. რა თქმა უნდა, ისინი რეფორმების გატარებას გულისხმობენ, მაგრამ, ეს შენ უნდა გინდოდეს და ამისთვის რეალურად უნდა მოქმედებდე.
რაც შეეხება ევროკომისიას, ჯერ არ დამტკიცებულა, მალე დამტკიცდება, რადგან კანდიდატები უკვე ცნობილი არიან. ევროკომისიის ახალი შემადგენლობა საქართველოსთვის ყველაზე სანატრელი და მისაღებია, რაც შესაძლოა, ოდესმე ყოფილიყო
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნებიან ევროკომისიაში გადაწყვეტილებების მიმღებები. ევროკომისიის პრეზიდენტია ურსულა ფონ დერ ლაინი სახალხო პარტიის წარმომადგენელია, საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელია კალასი, რომელიც ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, იგი ლიბერალების ჯგუფს წარმოადგენს. იგი საქართველოს დიდი მეგობარია არა მარტო იმის გამო რომ ესტონელია, არამედ იმის გამო, რომ თავისი აქტიურობით საქართველოს მხარს ყოველთვის უჭერდა.
ამის გარდა, ევროკავშირის გაფართოების საკითხს ჩაიბარებს არა ორბანთან დაკავშირებული ოლივერ ვარხეი, რის გამოც მას ევროკავშირში ხშირად აკრიტიკებდნენ. ჩვენთან მას „ქართული ოცნება“ აპირებდა და ამბობდნენ რომ მათი მეგობარია. მას ახლა ევროკავშირში ჯანდაცვის პორტფელი ჩააბარეს, რაც მისთვის აშკარად დაქვეითებაა.
ევროკავშირის გაფართოების პორტფელს, სავარაუდოდ, ჩაიბარებს მართა კოტი, რომელიც სლოვენიის ყოფილი დიპლომატი და გერმანიაში ელჩი იყო. იგი იყო სლოვენიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. ახლა როცა გაფართოების კომისარი აღმოსავლეთ ევროპელია, ეს საჩვენო ამბავია. აღმოსავლეთ ევროპელი და ბალკანელი რომ გაფართოებაზე იქნება ორიენტირებული, ფაქტია.
ევროკავშირის გაფართოების პორტფელს, სავარაუდოდ, ჩაიბარებს მართა კოტი, რომელიც სლოვენიის ყოფილი დიპლომატი და გერმანიაში ელჩი იყო. იგი იყო სლოვენიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. ახლა როცა გაფართოების კომისარი აღმოსავლეთ ევროპელია, ეს საჩვენო ამბავია. აღმოსავლეთ ევროპელი და ბალკანელი რომ გაფართოებაზე იქნება ორიენტირებული, ფაქტია
თავდაცვის საკითხებში კომისრად წარდგენილია ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი და საქართველოს დიდი მეგობარი კუბილიუსი. იგი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი იყო. დიდი ხანი იყო ევროპარლამენტარი და ახლა თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი იქნება.
ახლა ევროკომისიაში ყველა მნიშვნელოვანი საგარეო -პოლიტიკური პორტფელი აქვს ჩაბარებული საქართველოს მეგობრებს. თუ მათ მოინდომეს და თუ ჩვენ მივცემთ ძალისხმევის გაწევის საშუალებას, ისინი ბევრს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
ახლა ევროკომისიაში ყველა მნიშვნელოვანი საგარეო -პოლიტიკური პორტფელი აქვს ჩაბარებული საქართველოს მეგობრებს. თუ მათ მოინდომეს და თუ ჩვენ მივცემთ ძალისხმევის გაწევის საშუალებას, ისინი ბევრს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი
ახლა ევროპაში ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით საჩვენოდ ბევრი რამ შეიცვალა, თუ გვინდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, აქაც უნდა შეიცვალოს, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დადაგეს.
- ვნახეთ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეაქცია.
სავარაუდოდ, რამდენად ადეკვატური იყო სტრასბურგიდან მიღებულ გზავნილებზე ხელისუფლების რეაქცია?
- ხელისუფლების რეაქცია იყო იმგვარი, თითქოს ევროპარლამენტში განხილვას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია.
შარშან ამბობდნენ, რომ ეს პარლამენტი მიმავალი ევროპარლამენტიაო და ახალში ყველაფერი კარგად იქნებაო. როგორც ჩანს, მათთვის ყველაფერი ისე კარგად არაა. ყველა წამყვანი პოზიციები ევროკომისიაში ისევ იმ ადამიანების ხელში იქნება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვისაც შეუძლია უნდა მიხვდეს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები აშკარად არაადეკვატურები არიან. არც ერთ ევროპაში მნიშვნელოვან ძალასთან არ აქვთ მისასვლელი. „ქართული ოცნება“ ყველასგან არიან იზოლირებული და ახლა მთელი ქვეყნის იზოლაციას აპირებენ, როგორც თავად არიან იზოლირებული.
ისინი ახლა მხოლოდ ერთ რამეზე არიან ორიენტირებული, პროპაგანდისთვის შექმნან საფუძველი და ძალით შეინარჩუნონ ძალაუფლება. არ არიან ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული. „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს.
ისეთი მარტივი არჩევანი, როგორც ახლა 28 ოქტომბერს ექნება, საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ამომრჩეველს არასდროს არ ჰქონია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი