ირაკლი ფავლენიშვილი - მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში - ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი

ბოლო წლების მანძილზე, არაერთხელ ვიხილეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის, პოლიტიკური აქტორის მიერ შეფასებულია, როგორც პოლიტიკური დევნა, შურისძიება. ევროპარლამენტის რეზოლუციაც ამის გამოხატულებაა,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება იმ პროცესების ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელიც საქართველოში ხდება.

„მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში. ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი.

ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება თანმიმდევრულად ასანქცირებს იმ რუსულ კლანს, ქსელს, რომელიც საქართველოში ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა - სასამართლო შტოს, პრორუსულ დაჯგუფებებს, მათ შორის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და რა თქმა უნდა, ვინც ამ სქემის მთავარი კოორდინატორია კრემლისთვის, ეს არის ივანიშვილი, ის არის ამ კლანებისთვის ინსტრუქციების მიმცემი, ამ დროს ივანიშვილის სანქცირება ბუნებრივი გაგრძელებაა",- განაცხადა ფავლენიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს