ანა ნაცვლიშვილი - ეს სამარცხვინო ფურცელია საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალწარმოების ისტორიაში - ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სამარცხვინო ფურცელს ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადაწერს და გამარჯვებად გადააქცევს

ეს არის სამარცხვინო ფურცელი ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალწარმოების ისტორიაში, მაგრამ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სამარცხვინო ფურცელს ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადაწერს და გამარჯვებად გადააქცევს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ვერ და არ დაიცვა.

„მე მინდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიულ სირცხვილს გამოვეხმაურო. დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთის მსახური ხელისუფლების გზა გააგრძელა და იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ვერ გაბედეს საქართველოს კონსტიტუცია დაეცვათ, თავისი თავი 84 რუსი დეპუტატის სიას მიამატეს, რომლებმაც „რუსულ კანონს“ ხელი მოაწერეს. ეს არის სამარცხვინო ფურცელი ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალწარმოების ისტორიაში, მაგრამ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სამარცხვინო ფურცელს ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადაწერს და გამარჯვებად გადააქცევს. საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ვერ და არ დაიცვა და ამით უარი უთხრა საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს და კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ურყევ ნებას, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროკავშირში. ამიტომ როდესაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლება და ახლა უკვე სასამართლო ხელისუფლება, ქვეყნის კონსტიტუციას არ და ვერ იცავს, კონსტიტუციის დაცვის უფლებაც და ვალდებულებაც მოქალაქეებს ეკუთვნით. დიახ, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზგასმით და საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ ერთადერთი ვის ხელშიც ახლა არის საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა, ეს არიან საქართველოს მოქალაქეები და ეს დღე ძალიან მალე 26 ოქტომბერს დადგება. ვწუხვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სამარცხვინო გაუბედაობა გამოიჩინა, მაგრამ მახარებს, რომ ამ ვითარებაშიც კი გამოჩნდნენ გამონაკლისი მოსამართლეები, რომლებმაც კონსტიტუციის დაცვის გადაწყვეტილება მიიღეს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია