გიორგი ვაშაძე - ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი დაასრულეს ევროპელმა პარტნიორებმა - ევროპარლამენტის რეზოლუცია პირდაპირ გვეუბნება, თუ გინდათ, ევროკავშირის წევრი გახდეთ მოიშორეთ ბიძინა და „ქართული ოცნება“

ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი დაასრულეს ევროპელმა პარტნიორებმა - ევროპარლამენტის რეზოლუცია პირდაპირ გვეუბნება, თუ გინდათ, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ მოიშორეთ ბიძინა, მოიშორეთ „ქართული ოცნება“,- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ განმარტა, ის დარწმუნებულია, რომ ხალხი 26 ოქტომბერს“ ივანიშვილს მოიშორებს“.

„რეზოლუცია კარგად უნდა წაიკითხოს ყველამ. ეს რეზოლუცია ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს დიდი ევროპული პერსპექტივა, ხოლო ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი დაასრულეს ევროპელმა პარტნიორებმა. ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ყოველგვარი ზედმეტი ნაბიჯების გარეშე. მოვიშოროთ ივანიშვილი წავიდეთ ევროკავშირისკენ, ეს არის ჩვენი გზა.

ევროპარლამენტის რეზოლუცია პირდაპირ გვეუბნება, თუ გინდათ, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ მოიშორეთ ბიძინა, მოიშორეთ „ქართული ოცნება“ და თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრი. 2x2=4! ხალხი ივანიშვილს მოიშორებს 26 ოქტომბერს, 100%-ით ვარ დარწმუნებული და ევროკავშირისკენ სწრაფი ტემპით წავალთ“,- აღნიშნა ვაშაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 73-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო და ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის.

რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ასევე, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია