ნათია მეზვრიშვილი - “ქართულმა ოცნებამ“ ბრალდებულები მოატყუა, იმდენი არ გამოუშვიათ ციხიდან, რამდენსაც დაპირდნენ

„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტია შეახო ზონდერებს, რომლებმაც იძალადეს და სცემეს ქალები, ბავშვები და მოხუცები, როდესაც ისინი "რუსულ კანონს" აპროტესტებდნენ. ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის მიერ მიღებულ "ამნისტიის შესახებ" კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ამნისტია ანალიზზე დაფუძნებული არ ყოფილა და მიიჩნევს, რომ მიღებული კანონი უსამართლოა.

ამასთან, მეზვრიშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბრალდებულები მოატყუა, რადგან იმდენი არ გამოუშვიათ საპატიმროდან, რამდენზეც იყო დაპირება.

"ამნისტიასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილსა და ცალკეულ სახელმწიფო უწყებებს შორის შეთანხმება მოხდა, რომ ამნისტია ზონდერებს შეხებოდათ. მათ ამნისტია იმ ზონდერებს შეახეს, რომლებმაც იძალადეს და სცემეს ქალები, ბავშვები და მოხუცები, როდესაც ისინი "რუსულ კანონს" აპროტესტებდნენ. ეს წინასწარ იყო შეთანხმებული, გარიგებაში მონაწილეობდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პროკურატურაც. როდესაც ჩვენ მათ მივმართეთ, სამწუხაროდ, მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. სამწუხაროდ, დღეს ძალადობას ყველა საგამოძიებო უწყება მფარველობს. ამნისტია ანალიზზე დაფუძნებული უნდა ყოფილიყო. კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იყო მუხლები არჩეული. კომიტეტზე "ოცნების" წარმომადგენლები ისხდნენ და პოლიტიკური გემოვნებით მუხლებს ამატებდნენ და აკლებდნენ. ბრალდებულები მოატყუეს, იმდენი ბრალდებული არ გამოუშვიათ ციხიდან, რამდენიც უნდა გამოეშვათ და დაპირდნენ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა