იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ნიკოლოზ სამხარაძის ონლაინ მოსმენა გაიმართა

იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ონლაინ მოსმენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსმენას იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე მიაწოდა ინფორმაცია.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. მან ისაუბრა დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე და ხელისუფლების საარჩევნო პროგრამაზე.

„მოსმენის ფარგლებში მიმოვიხილე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები. იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების კითხვები ძირითადად ევროინტეგრაციის პროცესს, წინასაარჩევნო გარემოს, დიასპორის მონაწილეობას არჩევნებში და პოსტსაარჩევნო მოლოდინებს ეხებოდა.

იტალიელი კოლეგები დაინტერესდნენ შუა დერეფნის პროექტის განვითარების და ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხებით, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების პროცესებით და ამ პროცესში საქართველოს როლით", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი