გენერალურმა პროკურორმა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურატურების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურატურების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი გაბიტაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან, კამრან ალიევთან, ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილესთან და საერთაშორისო ურთიერთობების მდივათან, ბრიუს შვარცთან, ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორთან, სტივენ პარკინსონთან, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან, მუჰსინ შენტურქთან, საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორთან, საუდ აბდულლაჰ მ. ალშარიფთან და რუმინეთის გენერალურ პროკურორთან, ალექს ფლორენტასთან.

„შეხვედრებს გენერალური პროკურორის მოადგილეები ნათია მერებაშვილი და გიორგი ბადაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ევროჯასთში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე ესწრებოდნენ.

საუბარი შეეხო შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში ურთიერთდახმარების მნიშვნელობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების პერსპექტივებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში