შალვა პაპუაშვილი - მშვიდობისთვის ბრძოლასთან ერთად დღეს ღირებულებებისთვის ბრძოლაცაა, მაგრამ ღირებულებებთან მტრობა, არა ცეცხლით და მახვილით, არამედ ჩუმად, მზაკვრულად, ტკბილ სიტყვებს ამოფარებით მიდის

26 ოქტომბერი სწორედ ის გადამწყვეტი მომენტია, როდესაც სიკეთემ ბოროტებას, მშვიდობამ ომს, პატრიოტიზმმა სხვების მსახურებას, დამოუკიდებლობამ ვასალობას, საღმა აზრმა ლგბტ პროპაგანდას უნდა სძლიოს , - განაცხადა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს „უნდა წავიდეთ არჩევნებზე, მშვიდობის, ღირსების და კეთილდღეობის დასაცავად“.

პაპუაშვილის თქმით, ამის მაგალითია ე.წ. ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი, რომლის კენჭისყრისას „დარბაზიდან გაიპარა ოპოზიცია“ და ხელმოწერას „დაემალა პრეზიდენტი“, თუმცა ისინი 26 ოქტომბერს “ხალხს სად დაემალებიან“.

„მშვიდობისთვის ბრძოლასთან ერთად დღეს ღირებულებებისთვის ბრძოლაცაა. მაგრამ ღირებულებებთან მტრობა, არა ცეცხლით და მახვილით, არამედ ჩუმად, მზაკვრულად, ტკბილ სიტყვებს ამოფარებით მიდის. ამის მაგალითია ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერე. მთელმა საქართველომ ნახა ამ კანონზე კენჭისყრისას დარბაზიდან გაპარული ოპოზიცია და ხელმოწერას დამალული პრეზიდენტი. ისინი გაეპარნენ თავის ამომრჩეველს, დაემალნენ საკუთარ ხალხს, მაგრამ სად დაემალებიან 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, როდესაც ხალხი მათ ამისთვის საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს. ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდით, რომ ასე თვალნათელი გახდებოდა სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვარი. დღეს სწორედ ამ ორი ძალის ჭიდილია ჩვენს ქვეყანაში, და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ქართველებს ეს ბრძოლა არაერთხელ გამოგვივლია და სწორედ იმიტომ მოვაღწიეთ დღევანდელ დღემდე, რომ ყოველთვის გვიგრძნია ის მომენტი, როდესაც ჩვენი გადამწყვეტი სიტყვა უნდა გვეთქვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა