ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ ჯერ კონსტიტუციით ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“, შემდეგ კი, ომის დანაშაულის გამო, თითოეულ მოღალატეს უმკაცრესად ვაგებინებთ პასუხს კანონის წინაშე

უცხოეთიდან ზურგგამაგრებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც არეულობის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ ქვეყნის ომსა და ქაოსში გახვევას. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ სჭირდება საქართველოს, რომ 26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც 12 წელია უკვე მარცხდება, სწორედ ერთიანობის ეშინია, ვინაიდან იციან, რომ „ქართული ოცნების“ დიდი „უპირატესობით გამარჯვება მათი დასასრულის დასაწყისი იქნება“.

ივანიშვილის თქმით, მმართველი გუნდი, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მემკვიდრე თუ სატელიტ პარტიებს ჯერ კონსტიტუციით აკრძალავს, შემდეგ კი „ომის დანაშაულის გამო, ყველა მოღალატეს კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება“.

„სწორედ ამ ერთიანობის ეშინია კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ და ქართველ ხალხთან უკვე 12 წელია უშანსოდ მარცხდება, ხოლო 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დიდი უპირატესობით გამარჯვება მათი დასასრულის დასაწყისი იქნება – ჩვენ ჯერ კონსტიტუციით ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს, რითაც გზას ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს გავუხსნით, შემდეგ კი, ომის დანაშაულის გამო, თითოეულ მოღალატეს უმკაცრესად ვაგებინებთ პასუხს კანონის წინაშე.

ერთი მხრივ, მხოლოდ ასე შეიძლება დასრულდეს ის თავსმოხვეული პოლარიზაცია, რაც ქვეყანას განვითარებაში უშლის ხელს, მეორე მხრივ კი საზოგადოებას კარგსა და უკეთესს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს.

დღესაც, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ნგრევისა და ღალატის სიმბოლოა, ხოლო „ქართული ოცნების“ სახით ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის