გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებული პროექტი „ციფრული აკადემია“ დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებული პროექტი "ციფრული აკადემია" დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სასწავლო კურსში გაიარა კონკურსის წესით შერჩეულმა 14-დან 18 წლამდე ასაკის 20-მდე გორელმა ახალგაზრდამ. მათ პროექტის ორგანიზატორებმა სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

„მოზარდები ინფორმაციულ ტექნოლოგიებს 5 თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ. ისინი ორ სასწავლო მიმართულებას - ფრონტ ენდ დეველოპმენტსა და გრაფიკულ დიზაინს სწავლობდნენ.

ინიციატივის მიზანი ახალგაზრდებში ინფორმაციული ტექნოლოგიების დაუფლების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა იყო.

პროექტი ორგანიზაცია "ფიბოლერნთან" თანამშრომლობით განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს