ლევან სანიკიძე - სად ურევს რამეს „ნაციონალური მოძრაობა“? თუ ვინმე ამ ქვეყანაში რამეს ურევს, ეს არის „ქართული ოცნება“ - მათ გარდა არავის უნდა ომი, ურთიერთდაპირისპირება და შუღლის გაღვივება

სად ურევს რამეს „ნაციონალური მოძრაობა”? თუ ვინმე ამ ქვეყანაში რამეს ურევს, ეს არის „ქართული ოცნება” - მათ გარდა არავის უნდა ომი, ურთიერთდაპირისპირება და შუღლის გაღვივება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

სანიკიძის თქმით, ქვეყნის მშვიდობის გარანტი, მხოლოდ ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების ნაწილად ყოფნა იქნება.

„სად ურევს რამეს „ნაციონალური მოძრაობა”? მგონი, ამ ქვეყანაში თუ ვინმე რამეს ურევს, ეს არის „ქართული ოცნება”, სანქცირებული „ხარებას” ზონდერ-ჯგუფებით რომ აპირებენ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ამ ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა მოხდება, თუკი ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების ნაწილი გახდება. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობის გარანტი. შეუძლებელია, ოკუპანტი, ანუ რუსეთი, იყოს მშვიდობის გარანტი. ამ ვითარებაში, მათი მხრიდან ნებისმიერი გზავნილი მშვიდობასთან დაკავშირებით, მათ შორის, სუვერენიტეტის დაცვასთან დაკავშირებით, არის მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების საპირისპირო იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არავის არ უნდა ომი, არავის არ უნდა ურთიერთდაპირისპირება და შუღლის გაღვივება გარდა ერთი პოლიტიკური პარტიისა, რომელსაც „ქართული ოცნება” ჰქვია”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება