ირაკლი კობახიძე - ნოემბრის ბოლოს, დეკემბერს დასაწყისში, პარლამენტის პირველი სხდომის მეორე დღესვე სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია, მოღალატემ იმპიჩმენტის გარეშე არ დატოვოს თანამდებობა

ნოემბრის ბოლოს, დეკემბერს დასაწყისში, იმის მიხედვით, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა როდის ჩაინიშნება, სალომე ზურაბიშვილი მეორე დღესვე აღარ იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან მას იმპიჩმენტის წესით მოუწევს დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, 26 ოქტომბერს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება, რასაც პრემიერი მათ წინასწარ ულოცავს.

„ამ ადამიანებს ერთი პატრონი ჰყავთ, სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი პატარა რგოლია, იმ პოლიტიკურ ძალაში, რასაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. აქ ერთი ფაქტორია მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მის ჩართულობას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება არჩევნების შედეგებზე, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლებმა აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა წინა საარჩევნო პროცესებზე კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, პირდაპირ და უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს. ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო სისტემაშიც, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, არაერთი დასკვნაა ეუთო/ოდირის, სადაც გაკრიტიკებულია პრეზიდენტის ჩართულობა საარჩევნო პროცესებში კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ, სხვა ქვეყნების მაგალითებზე მაქვს საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამაზეც გამახვილდება ყურადღება, მითუმეტეს, სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა 26 ოქტომბერს რადიკალური ოპოზიციის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბის გახსნა საქართველოს პრეზიდენტის ოფისში. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ინსტიტუტის, პრეზიდენტის ინსტიტუტის შენობას იყენებს იმისათვის, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბი გაიხსნას, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებაო, ასეთი განცხადება გააკეთა. სინამდვილეში, ერთად მოუწევთ იზეიმონ ძალიან მძიმე მარცხი, მორიგი, მე-9 მარცხი, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ აუცილებლად განიცდის, წინასწარ ვულოცავ ამ მორიგ მარცხს სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობარ პარტიას“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს.

„ეს ერთგვარი წინასაარჩევნო პიარული ტრიუკებია, თუმცა, არავითარი ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის პერსონალური რეიტინგის გათვალისწინებითაც და მთლიანად, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეიტინგის გათვალისწინებით. ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, როდის ჩაინიშნება ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, მეორე დღესვე, სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან მას იმპიჩმენტის წესით მოუწევს დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა. რა თქმა უნდა, იმპიჩმენტს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ერთ თვეში მაინც გაუვიდოდა სალომე ზურაბიშვილს ვადა, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ იმპიჩმენტის გარეშე არ დატოვოს თანამდებობა, კონსტიტუციის დამრღვევმა პრეზიდენტმა სწორედ იმპიჩმენტით უნდა დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა, რასაც ქართველი ხალხი უზრუნველყოფს, რომელიც შესაბამის მანდატს მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში