მიხეილ სარჯველაძემ მუხრანში, სოფლის ახალი ამბულატორიისა და სასწრაფო დახმარების შენობა დაათვალიერა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ახალი ამბულატორია გაიხსნა, რომელშიც ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ამბულატორიისა და სასწრაფო დახმარების შენობა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.

„მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივები, მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის, გადაუდებელ თუ სხვა სამედიცინო მომსახურებებს ადგილზე, უწყვეტად იღებენ. ამბულატორია აღჭურვილია საჭირო ინვენტარით.

სამედიცინო ცენტრში, მოსახლეობას, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოემსახურებიან. სოფლის ექიმების გარდა, პაციენტებს, კონსულტაციას, გარკვეული პერიოდულობით, თბილისიდან მიწვეული, სხვადასხვა პროფილის ექიმები გაუწევენ.

შენობაში ინტეგრირებულია ტელემედიცინის აპარატიც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დერმატოლოგის, კარდიოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ოფთალმოლოგის კონსულტაციების დისტანციურად ჩატარება. ის ხელს უწყობს სკრინინგისა და დიაგნოსტიკური სერვისების განვითარებას. ასევე, ზრდის ხელმისაწვდომობას ხარისხიან ჯანდაცვაზე.

ამბულატორია მუხრანსა და ქანდას 7000-ამდე მაცხოვრებელს მოემსახურება, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი კი, მუხრანსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს.

მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ: მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი. ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელები, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, დღეს 1004 სოფლის ამბულატორია ფუნქციონირებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში