პრემიერი - როცა უკრაინაში ომი დასრულდება, ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება და უსამართლო რეზოლუციები არავის ემახსოვრება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ურთიერთობების გადატვირთვის შემდეგ, „უსამართლოო რეზოლუციები არავის ემახსოვრება“.

„ჩვენთვის ერთი რამ არის მთავარი - როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და ვფიქრობთ, რომ ეს მომავალ წელს მოხდება, გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან. შესაბამისად, არავის ემახსოვრება ასეთი უსამართლო რეზოლუციები. აუცილებლად უნდა გადაიტვირთოს საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ამერიკის ურთიერთობები. მგონია, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, მაშინვე ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს როგორც ევროკავშირის სტრუქტურებისგან, ასევე ამერიკისგან“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სანქციების შესაძლო დაწესებას, პრემიერ-მინისტრის თქმით, „ეს არ არის აქტუალური საკითხი“.

„როგორც კი უკრაინის ომი დასრულდება, ჩვენ შედეგად სრულიად სხვა მოცემულობას მივიღებთ. აქედან გამომდინარე, დროებით მოვლენებზე, როგორიც არის მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუცია, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი პრინციპული და სტრატეგიული ამოცანაა, გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მომავალი წლიდან აუცილებლად მოხდება. უკრაინის ომი ხელს უშლის, არათუ შუაშია, თავშია. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს აქვთ განსხვავებული ინტერესები საქართველოს მიმართ. როგორც კი პირველი ფრონტი დასრულდება, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესს საქართველოს მიმართ. ეს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვას“, -განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი