„უცხოურ აგენტად“ რეგისტრაციის გარეშე რუსეთის სამხედრო ინფორმაციის შეგროვებისთვის მოსკოვის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

„უცხოურ აგენტად“ რეგისტრაციის გარეშე რუსეთის სამხედრო ინფორმაციის შეგროვებისთვის მოსკოვის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

48 წლის ლორენ ვინატიემ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი დანაშაულს აღიარებს და რუსეთის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის ბოდიში მოიხადა.

რუსი გამომძიებლების განცხადებით, ფრანგი პოლიტოლოგი და შვეიცარიული „ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრის“ ექსპერტი, ლორენ ვინატიე „უცხოური აგენტების“ რუსულ რეესტრში შესატან დოკუმენტებს რუსეთის ხელისუფლებას წლების განმავლობაში არ აწვდიდა და ამავე დროს, რუსეთის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

შეგახსენებთ, ლორენ ვინატიე რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ივნისში დააკავა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს