რომან გოცირიძე - ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით - ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყველა გზავნილიდან, რაც დასავლეთიდან საქართველოს მიმართ მოდის ჩანს, რომ „ქართული ოცნება” რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებაა, ქვეყანაში ბელარუსული მმართველობის ავტორიტარულ რეჟიმს ნერგავს და უნდა წავიდეს მმართველობიდან.

„ყველა გზავნილიდან, რაც დასავლეთიდან - ევროკავშირიდან, აშშ-დან, ცალკეული სახელმწიფოებიდან ისმის, შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებაა, ქვეყანაში ბელარუსული მმართველობის ავტორიტარულ რეჟიმს ნერგავს და ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მმართველობიდან. ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით. ფაქტობრივად, ქვეყანას დააკლდება ყველა ის შემოდინებები, რაც უცხოეთიდან შემოდიოდა - კრედიტები, გრანტები, დახმარებები ინვესტიციები. ქვეყანაში ჩამოიშლება ლარი, გაიზრდება ფასები და ქვეყანა დაიცლება. ეს არის, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან და ამავე დროს, ეს არის თვალის ახელა ჯერ კიდევ იმ გაბრიყვებული ადამიანებისა, რომლებიც მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც “ქართულ ოცნებას” უჭერენ მხარს. ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას გამოუსწორებელი შეცდომა. არჩევნების გაყალბებით და ძალაუფლების მითვისების შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” რაც მოჰყვება კარგად დაინახავს - ამას ხალხი არ აპატიებს”, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოში მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს.

ბორელის თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია