ირაკლი ფავლენიშვილი - ხალხი ირჩევს რეალურ ეკონომიკურ წინსვლას, ირჩევს ევროპას და არამც და არამც ივანიშვილისა და მისი „კლანის“ გამდიდრების კიდევ ერთ ოთხწლედს

ხალხი ირჩევს რეალურ ეკონომიკურ წინსვლას, ირჩევს ევროპას და არამც და არამც ივანიშვილისა და მისი „კლანის“ გამდიდრების კიდევ ერთ ოთხწლედს , - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა საგარეჯოს რაიონის იორმუღანლოს ზონის სოფლებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, ადგილობრივი მოსახლეობა პატრიოტულად არის განწყობილი, რასაც ისინი ყველა არჩევნებზე ამტკიცებენ.

“ამ ხალხს სურს, 21-ე საუკუნეში აღარ იყოს წყალმომარაგების პრობლემა, გაზმომარაგება და პირად სარგებლობაში ის მიწები გადაეცეთ, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებს აქვს მიტაცებული. სახელმწიფომ უნდა გადასცეს მათ პირად საკუთრებაში იმიტომ, რომ მათი მეურნეობისთვის ეს არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, სწორედ ასეთი ადამიანების დამხმარე ვიქნებით.

14 - მილიარდიანი ინვესტიცია შემოვა. მათ შორის სწორედ ასეთი ადამიანებისთვის და სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის 300 - ლარიანი დახმარებაც იქნება თითოეულ პერსონაზე. ასე რომ, ეს ხალხი ირჩევს რეალურ ეკონომიკურ წინსვლას, ირჩევს ევროპას და არამც და არამც არ აირჩევს ივანიშვილისა და მისი კლანის გამდიდრების კიდევ ერთ ოთხწლედს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე