მამუკა მდინარაძე - გამართლება არ აქვს თუნდაც ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერას იმ პოლიტიკური ძალისა და მისი სატელიტი პარტიებისადმი, რომელმაც დადგა, შეასრულა, ჩაიწერა და მერე ისეთი კადრები ამოუვარდა, დღესაც ყურში რომ ჩაგვესმის მეგრელი კაცის განწირული ყვირილი

არანაირი გამართლება არ აქვს, მეგობრებო, იმ თუნდაც ერთი ამომრჩევლის - ხაზგასმით ვამბობ, თუნდაც ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერას იმ პოლიტიკური ძალისადმი, მისი სატელიტი პარტიებისადმი, რომელმაც დადგა, შეასრულა, ჩაიწერა და მერე ისეთი კადრები ამოუვარდა, ყურში რომ ჩაგვესმის დღესაც მეგრელი კაცის განწირული ყვირილი და არ მინდა გავაგრძელო ამ საშინელებაზე ლაპარაკი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, ამგვარი წარსულის პარტიებსაც კი ჰყავთ ამომრჩეველი, ვინაიდან, შესაძლოა, ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც რუსულს ებრძვიან, თუმცა, სადაც მათ ლიდერებს უნდა ებრძოლათ, იქ არ უბრძოლიათ და „წითელ ხიდზე გარბოდნენ“.

„წარმოიდგინეთ, რომ ამ ხალხსაც კი ჰყავს მხარდამჭერები, შეიძლება ცოტა, მაგრამ ჰყავთ, რომელთა ნაწილს მართლაც ჰგონიათ, შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ აქ ებრძვიან რაღაც რუსულს და სადაც საბრძოლველი იყო, მათ ლიდერებს იქ არ უბრძოლიათ და წითელ ხიდზე ვერ ასწრებდა ვერავინ. თუ საბრძოლველი იქნა, ჩვენზე მაგრად ვერავინ იბრძოლებს“.

26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი, საკონსტიტუციო უმრავლესობით აგვირჩევს იმისათვის, რომ:

პირველი - აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“ და სხვა აგენტურული პარტიები საქართველოში.

იმისათვის, რომ გვქონდეს საკონსტიტუციო მზაობა, ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებისათვის.

იმისათვის, რომ კონსტიტუციის დონეზე ავკრძალოთ ლგბტ პროპაგანდა და გადავარჩინოთ ქართველი ერი გადაგვარებისგან.

იმისათვის, რომ კონსტიტუციით გავაძლიეროთ ეკლესიის და სარწმუნოების როლი.

იმისათვის, რომ არ ვაპატიოთ მათ ერთ-ერთ, აგენტურული ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სალომე ზურაბიშვილს, ქართველი ამომრჩევლის და ხალხის გადაგდება - პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით.

და ბოლოს, იმისათვის, რომ გაცილებით უკეთესად, გაცილებით კარგ პირობებში იცხოვროს თითოეულმა ქართველმა მშვიდობიან ქვეყანაში და მხოლოდ ამ გზით გავერთიანდეთ დიდი ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე