შალვა პაპუაშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომლის იმედიც, როგორც აღმოჩნდა, მის მტრებსაც კი აქვთ, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხებს

ასე ძალიან რომ ფიქრობთ ხოლმე, რომელი საელჩო რაში დახარჯავს ფულს, რამდენი დღე გავიდა, რაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ჩამოვიდა, რომელშიც რამდენიმე მილიონი გადაიხადა ბიძინა ივანიშვილმა, ერთი მადლობა ვინმეს თუ გადაუხდია ოპოზიციურ-ენჯეურ, ოპოზიციურ-მედიურ ფლანგიდან ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ჩვენ დღეს პირველად გვაქვს იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოს ტერიტორიაზე?! - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიას „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, როდესაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერი აუქციონზე გამოვიდა, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციასაც ბიძინა ივანიშვილი გაახსენდა, რადგან ეს არის ის ადამიანი, რომლის იმედიც მის მტრებსაც აქვთ, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხებს.

„ამაზე ვინმემ მადლობა გადაიხადა? წარმოიდგინეთ ახლა, რომ ასეთი ხელნაწერი რომელიმე თქვენი სიმპათიის მქონე დონორს, ან ასე შემდეგ, ამაში დაეხარჯა ფული, აქ ხომ დაიღვრებოდით მადლობებში, ეს ხომ იქნებოდა იმ ქვეყნის დროშების ფრიალის მთელი წარმოდგენა იმ დღეს, იმიტომ რომ ეს როგორი წყალობა გაიღო ამ ქვეყანამ, რომ ჩვენ რაღაცა გაგვიკეთა და ერთი მადლობა ქართველისთვის გენანებათ, რომელმაც აქამდე ამდენი სიკეთე გააკეთა და ახლაც ასეთი სიკეთე გააკეთა. სხვათა შორის შეგახსენებთ, როდესაც ეს ხელნაწერი აუქციონზე გამოვიდა, მაშინ სოციალურ ქსელში ზუსტად იგივე ჯგუფები, რომლებსაც მადლობა ენანებათ დღეს, როგორ ამბავში იყვნენ რომ აბა იქნება ვინმემ იყიდოს და ვინ გაახსენდა ყველას? ვინ გაახსენდა ამ ქვეყანაში? ცოტა არის ფულიანი? თქვენი მფლობელი მამუკა ხაზარაძე? რა ფული არა აქვს ? რატომ არ იყიდა? მეორე ტელევიზიის მფლობელი კეზერაშვილი? ფული არა აქვს? რატომ არ იყიდა? რატომ გაახსენდა ყველას, ოპოზიციასაც, მედიასაც, ენჯეოსაც, რატომ გაახსენდა იმ მომენტში ყველას ბიძინა ივანიშვილი? და ხომ არ იყიდდა ბიძინა ივანიშვილი და ჩამოიტანდა ამ ნაწერს საქართველოში. აი ამიტომ გაახსენდათ, რომ ეს არის ის ადამიანი, რომლის იმედიც მის მტრებსაც კი, როგორც აღმოჩნდა მისი იმედი აქვთ, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო