შალვა პაპუაშვილი - წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ამომრჩეველმა პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა

თავისთავად წარმოუდგენელია, რომ ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც ყველა ამომრჩეველი ატარებს და მნიშვნელოვანი არის, რომ არჩევნებზე ყველა ამომრჩეველმა ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას, რომ შესაძლებელია „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა დადგეს“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დემოკრატიისთვის პრობლემაა, როდესაც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი პარტიები პოლიტიკურად აქტიური არიან.

მისივე თქმით, სწორედ ამის გამო მიიღო მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა განიხილოს „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობა, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას. შემდგომ კი, ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ორგანიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

„ზოგადად 2012-დან მოყოლებული, ჩვენ კვლავ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკურად აქტიური, არჩევნებში იღებს მონაწილეობას და გარკვეულ მხარდაჭერას. ეს რა თქმა უნდა, არის პრობლემა ქართული დემოკრატიისთვის, როდესაც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი პარტიები პოლიტიკურად აქტიურები არიან და ეძლევათ შესაძლებლობა, რომ გარკვეული გავლენა ჰქონდეთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამიტომაც არის ეს ჩვენი ერთ-ერთი დაპირება, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა განიხილოს „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობა, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ორგანიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწად-ნახევარმა, მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ამომრჩეველს დაანახა, თუ ვისთან აქვს საქმე ამ პარტიების სახით. ესენი არიან პარტიები, რომლებიც იმ ბანერზე, რაც არის განთავსებული ფოტოები, ზუსტად ამ რეალობას უმზადებდნენ საქართველოს - დანგრეულ სკოლებს, მოედნებს, დანგრეულ ეკლესიებს. ამ მომავლისთვის სწირავდნენ ეს პარტიები ქართულ საზოგადოებას და რაც მთავარია, ამას ჰპირდებიან კიდევაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა