შალვა პაპუაშვილი - ქართველმა ხალხმა უნდა დაანახოს ყველას, შინ და გარეთაც, თუ რა არის მისი პოზიცია, ვინ არის მისი ხელისუფლება, რომ ვეღარავინ გაბედოს, ქართველი ხალხის ხელისუფლებას ესაუბრონ ქართველი ხალხის სახელით

ბოლო პერიოდში შემოგვაპარეს ქართველი ხალხის სახელით საუბარი. ყველა, ვისაც ერთი ქართველი ნაცნობი ჰყავს და საქართველოზე რაიმე სმენია, რატომღაც ფიქრობს, ჰყოფნის კომპეტენცია და აქვს ლეგიტიმაცია, რომ ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განცხადა.

მისი თქმით, „გარკვეულწილად ჩვენი პოლიტიკა ისე განვითარდა და მათ შორის, მეგობრების მონაწილეობა ჩვენს შიდა პოლიტიკაში, რომ რაღაცნაირად ყველა მივედით იმ ზღვრამდე, სადაც თავად პოლიტიკურმა სისტემამ დაუშვა ეს“.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, დისტანცია არსებობდეს ქვეყნებს შორის ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემის ფარგლებში და ის დამოკიდებულება, რომ საქართველოს პარლამენტს „უცოდინარ ინსტიტუციად უყურებენ, არასწორია“.

„მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს და ყველამ გარკვეული დისტანცია დაიჭიროს იმ ურთიერთობისა, რომელიც უნდა არსებობდეს ქვეყნებს შორის ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემის ფარგლებში. ასეთი დამოკიდებულება, თითქოს გიყურებენ შეუმდგარ, უცოდინარ ინსტიტუციად და საქმე ეხება პარლამენტს, როცა ამაზე ვსაუბრობთ, ეს გარკვეულწილად რა თქმა უნდა, არ არის სწორი. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ არჩევნებმა ესეც უნდა აჩვენოს. ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან შემოგვაპარეს ქართველი ხალხის სახელით საუბარი. უცხოელები, რომლებსაც ზოგსაც საერთოდ ფეხი არ აქვს დადგმული საქართველოში და ყველა, ვისაც ერთი ქართველი ნაცნობი ჰყავს და საქართველოზე რაიმე სმენია, რატომღაც ფიქრობს, რომ ჰყოფნის კომპეტენცია და აქვს ლეგიტიმაცია, რომ ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ასე რომ, ეს არჩევნები ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. ქართველმა ხალხმა ამიტომაც უნდა დაანახოს ყველას, შინ და გარეთაც, თუ სად დგას ქართველი ხალხი, რა არის მისი პოზიცია, ვინ არის მისი ხელისუფლება, რომ ვეღარავინ ვეღარ გაბედოს, ქართველი ხალხის ხელისუფლებას ესაუბრონ ქართველი ხალხის სახელით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა