შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, თავისი ფურცლით დადის საზღვარგარეთ და ჩვენს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან

სალომე ზურაბიშვილი გასულია სრულად როგორც კონსტიტუციიდან, ისე საარჩევნო სამართლის მოთხოვნებიდან, ის ჩვეულებრივად ჩართულია საარჩევნო კამპანიაში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და მგონი, ამას ყველა ხედავს და თვითონაც არ მალავს. ის ასევე ჩართულია პრემიერობის კანდიდატის შერჩევაში, უფრო სწორად, მოაწერინა ხელი პარტიებს, რომ მას უნდა ჰქონდეს უფლება, დაასახელოს კანდიდატი, რაც ანტიკონსტიტუციურია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან საქართველოს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაა და არაკონსტიტუციურია, თუმცა, ამაზე ადგილობრივი არასამთავრობოები არაფერს ამბობენ.

„ის [სალომე ზურაბიშვილი] ამ თავისი ფურცლით დადის საზღვარგარეთ და ჩვენს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, რაც არის ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევა და ესეც კონსტიტუციის დარღვევაა პრეზიდენტის მხრიდან. ანუ, აბსოლუტურად გასულია ყველანაირი ჩარჩოდან, თუმცა, ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშში, ეს არსად მომხვდარა, ისევე როგორც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არსებული დარღვევები. ამაზე ყველაფერს თვალს ხუჭავენ, სამაგიეროდ, ტყუილი არის ხოლმე ჩაწერილი შიგნით. ეს პირდაპირ მანიშნებელია იმის და ნელ-ნელა უკვე ვრწმუნდებით, რომ დაგეგმილია 2020 წლის სცენარის გამეორება უფრო უხეში და მძიმე ფორმებით. ჩვენ პირდაპირ ვხედავთ, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ეს ნაწილი, რომელსაც ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან აღიარებულად და სასამართლოს მიერ დადასტურებულად, მტკიცებულებით აქვს საარჩევნო მიზნები - "საერთაშორისო გამჭვირვალობას" და ზოგიერთ სხვა ორგანიზაციას. ისინი ემზადებიან, რომ დადონ ყალბი ანგარიშები, იმისთვის რომ მისცენ საბაბი მღელვარებას ოპოზიციის მხრიდან. 2020-ის სცენარის გამეორება არის დაგეგმილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება