კობა კობალაძე - ჩვენ ვირჩევთ ღირსეულ მშვიდობას - მშვიდობის შენარჩუნება გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების წარმოებაა

ჩვენ ვირჩევთ ღირსეულ მშვიდობას - მშვიდობის შენარჩუნება გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების წარმოებაა, - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, კობა კობალაძემ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებულად დასაფასებელია საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული ერთადერთი, უალტერნატივო, მშვიდობის კურსი.

„ჩვენ, ვეტერანებს ყველაზე უკეთ მოგვეხსნება და ვიცით ომის მთელი სისასტიკე და მშვიდობის შეუფასებელი ღირებულება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებულად დასაფასებელია საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული ერთადერთი, უალტერნატივო, მშვიდობის კურსი. თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვისა და თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაზე არ ვზრუნავთ. ჩვენ ვირჩევთ ღირსეულ მშვიდობას და ხმამაღლა ვიტყვი - მშვიდობაზე ზრუნვა სწორედაც, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე გადის! მშვიდობის შენარჩუნება გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების წარმოებაა“, - განაცხადა კობალაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს