„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

პრესსამსახურის თანახმად, ამჯერად, ადგილობრივებთან შეხვედრები ლეჩხუმისა და ერწოს ქუჩებზე გაიმართა. დელეგატი გურამიშვილის გამზირი N74-ში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა.

„სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა ლეჩხუმის ქუჩის მოსახლეობასთან. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა განვიხილეთ და ჩვენი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ ვისაუბრეთ. ჩვენს საამაყო ვეტერან ფეხბურთელებთან, ალექსანდრე ჩივაძესთან და გელა კეტაშვილთან ერთად შევხვდით ერწოს ქუჩის მოსახლეობას. ასევე, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებები მოვისმინეთ და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ვისაუბრეთ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ხუჯაძეც ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება