რომან გოცირიძე პარლამენტში ახალ კანონპროექტს არეგისტრირებს, რომელიც სამი სახის: სინდისის, ნამუსის და ზნეობის პოლიციის, აგრეთვე, ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსის შექმნას ითვალისწინებს

“ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა. მისი განმარტებით, „პარლამენტარიზმის ისტორიაში ეს იქნება პირველი ტროლი-კანონპროექტი, რომელიც ამხელს და დასცინის უზნეო ხელისუფლებას და ამით ხელს უწყობს მის დასუსტებას“.

მისი თქმით, წარმოდგენილი ინიციატივით, დამატებით შეიქმნება სამი სახის პოლიცია: სინდისის პოლიცია, ნამუსის პოლიცია და ზნეობის პოლიცია, აგრეთვე ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსი.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ეს კანონპროექტი საქართველოს გაუთქვამს სახელს და მოხვდება გინესის რეკორდების წიგნში, როგორც პირველი „ფეიკ-კანონპროექტი“, კანონპროექტის ავტორი კი დამსახურებულად იქნება წარდგენილი ანტინობელის პრემიაზე.

„წარმოდგენილი ინიციატივით დამატებით შეიქმნება სამი სახის პოლიცია: სინდისის პოლიცია, ნამუსის პოლიცია და ზნეობის პოლიცია, აგრეთვე ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსი. სინდისის პოლიცია მიხედავს უსინდისოებს, ნამუსის პოლიცია უნამუსოებს, ხოლო ზნეობის პოლიცია უზნეოებს. გარდა ამ სამი ახალი უწყებისა, შეიქმნება ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსი, რომელიც დაიცავს მამა-პაპურ ადათ-წესებს.

კანონპროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. მსგავსი უწყებები წარმატებით საქმიანობენ ირანში, თალიბანის ავღანეთში, აზიისა და აფრიკის მეგობარ სახელმწიფოებში. ეს ქვეყნები გადაურჩნენ ზნეობრივ გადაგვარებას და შეინარჩუნეს ტრადიციული ფასეულობები.

კანონის მიღება შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან საჭირო გახდება წელიწადში 41 მილიონი ლარის გამოყოფა.

პარლამენტარიზმის ისტორიაში ეს იქნება პირველი ტროლი-კანონპროექტი, რომელიც ამხელს და დასცინის უზნეო ხელისუფლებას და ამით ხელს უწყობს მის დასუსტებას. ეს კანონპროექტი საქართველოს გაუთქვამს სახელს და მოხვდება გინესის რეკორდების წიგნში, როგორც პირველი „ფეიკ-კანონპროექტი“. კანონპროექტის ავტორი დამსახურებულად იქნება წარდგენილი ანტინობელის პრემიაზე," - განაცხადა გოცირიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე