გიგი წერეთელი - საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მთავარი დაბრკოლება მისი ხელისუფლებაა - რუსეთის ამ გეგმას ჩვენი მოსახლეობა 26 ოქტომბერს დაასრულებს

საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მთავარი დაბრკოლება მისი ხელისუფლებაა. რუსეთის ამ გეგმას ჩვენი მოსახლეობა 26 ოქტომბერს დაასრულებს, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა, რითაც ევროპის საბჭოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქვეყანა პრაქტიკულად იზოლირებულია, რადგან ხელისუფლებასთან წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები აღარ ურთიერთობენ და დასავლური ინსტიტუტები ყოველდღიურად „უაღრესად კრიტიკულ და შემაშფოთებელ გზავნილებს აწვდიან ხელისუფლებას“.

„დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო ცდილობს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი გადაარჩინოს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. წლების განმავლობაში ისინი მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ აცდენილიყო ქვეყანა სწორედ ამ ევროპულ ტრაექტორიას, გატარებულიყო რეფორმები, ყოფილიყო დემოკრატიული კონსოლიდაცია ქვეყანაში, ნორმალური არჩევნების ჩატარების პერსპექტივა ყოფილიყო და მაქსიმალურად დისტანცირება მომხდარიყო რუსეთისგან. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებდა და ჩვენ დღეს მივიღეთ შედეგი, როდესაც ქვეყანა პრაქტიკულად იზოლირებულია, როდესაც ხელისუფლებასთან წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები აღარ ურთიერთობენ, დასავლური ინსტიტუტები ყოველდღიურად უაღრესად კრიტიკულ და შემაშფოთებელ გზავნილებს აწვდიან ხელისუფლებას, ეს ეხება როგორც რუსულ კანონს და მის აღსრულებას, ასევე ეხება დამოკიდებულებას ოპოზიციასთან, მედიასთან და ა.შ. ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური გზის ჩაკეტვა, ამ პროცესის შეჩერება, ახლა უკვე წინასაარჩევნოდ ხდება საბოლოო გაფრთხილება ხელისუფლების, რომ მან ხელი აიღოს რაიმე იმგვარ ქმედებაზე, რაც საბოლოო წერტილს დაუსვამს ჩვენს მომავალს დასავლეთში და საქართველოს ისევ რუსულ ორბიტაზე დააყენებს. მთავარი ჩამკეტი საქართველოს დასავლური მომავლის არის სწორედ მისი ხელისუფლება და ეს არის სწორედ რუსეთის გეგმა, რომლის რეალიზაციის მცდელობაც არის დღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი მოსახლეობა, რომელსაც კარგად ესმის სად არის საქართველოს ადგილი და ის, რომ სწორედ კეთილდღეობა უნდა ამჯობინოს იზოლაციას და სიღარიბეს, აუცილებლად დაასრულებს ამ პროცესს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე