თეონა აქუბარდია - პრეზიდენტის პრეროგატივაა, რას იზამს ის არჩევნებამდე - დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი იქნება - საქართველოს ევროკავშირში ელოდებიან

პრეზიდენტის პრეროგატივაა, რას იზამს ის არჩევნებამდე. მე დარწმუნებული ვარ,რომ პრეზიდენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი იქნება ახლაც და მომავალშიც იმიტომ, რომ საქმე ძალიან ბევრი და საქართველოს ელოდებიან ევროკავშირში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც როდესაც ისაუბრა პრეზიდენტის მხრიდან არჩევნებამდე ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესაძლო დასახელებაზე.

რაც შეეხება პრემიერ მინისტრობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის დასახელებას, აქუბარდიას თქმით, ამ ეტაპზე, პრეზიდენტს თავის სურვილზე არ უსაუბრია პრემიერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს მოგვიანებით იქნება, აქუბარდიას თქმით, შესაძლოა, ეს ყველაზე კარგი და კონსენსუსური გზა იყოს.

„ქარტია არის ევროპული 9 რეკომენდაციის შესრულების საერთო გეგმა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ იმისთვის, რომ გავხსნათ ის კარი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაკეტა. იმავდროულად, „ტექნიკური მთავრობა“, რომელსაც ხელმოწერით ჩვენც შევუერთდით, არის შესაძლებლობა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ გავუშვათ ოპოზიციაში და „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა არ დავუშვათ.

ჩვენი პოზიცია საჯარო და ღიაა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობას, თუნდაც მეთაურს, როდის დაასახელებს. ჩვენ პროცესში ვრჩებით. ახლა, მთავარია არის 26 ოქტომბერი, რისთვისაც ერთი კვირა დარჩა, ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს გამარჯვების უზრუნველყოფა. სხვა დანარჩენი უკვე არის შემდგომი პროცესი და ძალიან შრომატევადი საქმე იმისთვის, რომ ყველა ის დაზიანებული საქმე, რომელიც ივანიშვილმა საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ შექმნა, მათ შორს, ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობები არათუ დავალაგოთ, არამედ გავაუმჯობესოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად.

ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, როდის დაასახელებს პრეზიდენტის „ტექნიკურ მთავრობას“, ეს იქნება ამ თვეში, თუ შემდგომ. "ტექნიკური მთავრობა“ ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამობრუნების და „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გაშვების შესაძლებლობაა.

როდესაც პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, იქიდან გამომდინარე გვექნება ჩვენი პოზიცია ისევ და ისევ, ერთი დათქმით - ტექნიკურ მთავრობაში არცერთი პირი არ უნდა იყოს ნამყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ხელისუფლებაში, რომელთა დაკავშირებითაც ძალიან მძიმე შეფასებები და დანაშაულები ყველას გვახსოვს. ქარტია არის საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული 9 რეკომენდაციის უზრუნველყოფის გეგმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არამხოლოდ გააჩერა, არამედ ქვეყანას ევროპისკენ გზა ჩაუკეტა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

რაც შეეხება 20 ოქტომბერს დაგეგმილ ევროპულ მარშს, აქუბარდიას თქმით, აღნიშნული მარში კიდევ ერთხელ გამოხატავს იმას, რომ საქართველო არამხოლოდ ირჩევს, არამედ უკვე არჩეული აქვს ევროპა, ოჯახი, სადაც საქართველოს ელოდებიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!