შალვა პაპუაშვილი იმერეთის მოსახლეობას - ისტორიის ამ უგრძეს გზაზე ჩვენ ჩვენი მისია გვერგო, და ეს მისია ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებაა, არა როგორც ტერიტორიის, არამედ, როგორც თვითმყოფადი ერის ერთობის

ვინ მოთვლის რამდენი რამ სულით ხორცამდე ქართული, ნამდვილი, სანუკვარი უკავშირდება ამ დიდებულ ქალაქს, უძველეს ცივილიზაციებთან წილნაყარსა და დღემდე საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერას, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღევანდელი შეკრების მიზანია, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენოს, საქართველოს დიდი ისტორია და ის მისია, რომელიც მოსახლეობას ახლა აკისრია, რაც გულისხმობს ქართული სახელმწიფოს, როგორც თვითმყოფადი ერის შენარჩუნებას.

„დღეს შევიკრიბეთ, რომ ერთმანეთს კიდევ ერთხელ ვუთხრათ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გვინდა. კიდევ ერთხელ გავახსენოთ ერთმანეთს, რომ საქართველო ჩვენით არ იწყება. რომ ისტორიის ამ უგრძელეს გზაზე ჩვენ ჩვენი მისია გვერგო, და ეს მისია ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებაა. სახელმწიფოსი, არა როგორც ტერიტორიის, არამედ სახელმწიფოსი, როგორც თვითმყოფადი ერის ერთობის.

„სხვისი იმედი რას არგებს თავისუფლების მძებნელსა“ - აკაკის ეს სიტყვები დღეს განსაკუთრებით შეგვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და რომ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარიც და მცველიც თავადვე ვართ.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა