მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები რეპუბლიკის მოედანზეც იკრიბებიან

თბილისში, მარშისთვის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ემზადებიან.

მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე იკრიბება. მათ ევროკავშირის მხარდამჭერი ბანერები და დროშები აქვთ მოტანილი. აქციის ორგანიზატორია „ჩემი ხმა ევროკავშირს“, რომელიც 30-ამდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

რესპუბლიკის მოედნის გარდა, 17:00 საათიდან მარშის მონაწილეები შეიკრიბებიან გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკის (ორთაჭალა) ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (მთაწმინდა) შეიკრიბებიან და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივლენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარშს „საქართველო ირჩევს ევროპას“ შეუერთდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის