პაატა ბურჭულაძე - კარზე მოგვადგა თავისუფლება და ევროპა, ექვსი დღე გვაშორებს - მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვედით, ამით „ქართულ ოცნებას“ გავუადვილებთ, აღიაროს, რომ არჩევნები წაგებული აქვს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვედით - ამით „ქართულ ოცნებას“ გავუადვილებთ, აღიაროს, რომ არჩევნები წაგებული აქვს, - ამის შესახებ საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ აქციაზე „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს თავისუფლებასა და ევროპასთან დაახლოებას ექვსი დღე აშორებს.

„კარზე მოგვადგა თავისუფლება და ევროპა - ექვსი დღე გვაშორებს თავისუფლებასა და ევროპასთან დაახლოებას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვედით. ამით „ქართულ ოცნებას“ გავუადვილებთ, აღიაროს, რომ არჩევნები წაგებული აქვს. მე არ ვიცი, რომელი იქნება ვაჟკაცი, ვინც გამოვა და იტყვის - დიახ, ჩვენ არჩევნები წავაგეთ და ძალაუფლება ქართველ ხალხს გადაეცემა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს რაც შეიძლება მალე, 27 ოქტომბერს მოხდება. 27-ში ჩვენ დიდი გამარჯვების დღე გვაქვს. მე დღეს პატივი მაქვს, აქ საქართველოს ჰიმნი შევასრულო“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს