უცხოური მედია თბილისში გამართულ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ეხმაურება

ათიათასობით ქართველმა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პროევროპული აქცია გამართა, აქციის მონაწილეები აფრიალებდნენ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს და ეჭირათ ბანერები წარწერებით: „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, - ასე ეხმაურება სააგენტო „ფრანს-პრესი“ თბილისში გამართულ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.

გამოცემა წერს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები განიხილება, როგორც გადამწყვეტი გამოცდა ქვეყნის დემოკრატიისთვის და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისთვის.

„საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ოპოზიციური პარტიები, სავარაუდოდ, საკმარის ხმებს მოიპოვებენ, რათა ჩამოაყალიბონ კოალიციური მთავრობა და ჩაანაცვლონ მმართველი პარტია, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს. ანალიტიკოსებმა არეულობის რისკზე საუბრობენ იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ შეეცდება შეინარჩუნოს ძალაუფლება კენჭისყრის შედეგის მიუხედავად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ფრანს-პრესი“ წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან არის და თავდაპირველად ლიბერალურ პროდასავლურ პოლიტიკას ატარებდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კურსი შეიცვალა და მას მოსკოვთან დაახლოებაში ადანაშაულებენ.

„საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის აქციაზე ევროკავშირის მხარდამჭერი გზავნილი გაავრცელა“, - ამ სათაურის სტატიით ეხმაურება სააგენტო Reuters-ი თბილისში გამართულ მარშს.

„26 ოქტომბრის არჩევნები ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდება თუ პროდასავლურ ორიენტაციას შეინარჩუნებს. ევროკავშირისა და საქართველოს დროშებში გახვეული ქართველები კვირას თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, რათა მხარი დაეჭირათ ოთხი მთავარი პროდასავლური ოპოზიციური ჯგუფისთვის, რომლებიც მომავალ შაბათ-კვირას იყრიან კენჭს“, - წერს გამოცემა.

Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ შარშან ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონი მიიღო, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, იმის მტკიცებულებაა, რომ ის რუსეთისკენ ტრიალდება.

გამოცემა წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქციაზე საუბრისას უცნობმა პირებმა სახეზე ლაზერები მიანათეს ახლომდებარე შენობის სახურავიდან, რითაც აშკარად ცდილობდნენ, მისი ყურადღება გაეფანტათ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო